იქ სადაც წარმატება გვაქვს, იმ მოვლენებსა და ინსტიტუციას ებრძვიან - ჯუანშერ ბურჭულაძე
07-10-2022, 20:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


„იქ სადაც წარმატება გვაქვს, იმ მოვლენებსა და ინსტიტუციას ებრძვიან“ - ამის
შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ
ტელეკომპანია „იმედის“ეთერში საუბრისას განაცხადა. ჯუანშერ ბურჭულაძემ
კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალებში ყველა გადაწყვეტილების უკან
კარგად გააზრებული ნაბიჯები დგას, რომელიც პარტნიორებთან ერთადაა
გავლილი და გადაწყვეტილებები კოლექტიურად არის მიღებული. „ებრძვიან იმ
ინსტიტუციას, რომელიც სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით და თქვენ იცით, რომ
ჯარს ერთ-ერთი მაღალი ავტორიტეტი ჰქონდა. პირადად ჩემს დისკრედიტაციას
აღარ შევეხები, ეს აბსურდების კასკადი, რაც მოაწყვეს არავისთვის დამაჯერებლად
არ ჟღერს და არც ჩანს. მე ვფიქრობ, რომ ამის მომწყობები საკუთარი თავის
დისკრედიტაციას ახერხებენ. იმ ექსპერტებს, რომლებიც საუბრობენ,  თუ რა
პრიორიტეტები უნდა გვქონდეს ჯარში, შემიძლია ვუთხრა: როგორც თვითონ
არიან დისკრედიტირებული ადამიანები და ჯარში არანაირი რეპუტაციით არ
სარგებლობენ, საკუთარ თავს კიდევ ერთხელ აზიანებენ. ჯარი არ არის ის უწყება,
რომ შეცვალო ჯარისკაცი, ოფიცერთა შემადგენლობა და მოიყვანო სხვა უწყებიდან
შენთვის მისაღები პირები. აქ ხალხი მუშაობს, არიან გენერლები, ოფიცრები, ის
ჯარისკაცები, რომლებიც იბრძოდნენ აფხაზეთის, სამაჩაბლოს ომში და ა.შ ამიტომ,
ყველა გადაწყვეტილების უკან დგას კარგად გააზრებული ნაბიჯები, რომელიც
გავლილია პარტნიორებთან და გადაწყვეტილებები მიღებულია კოლექტიურად“, -
განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი