ჯუანშერ ბურჭულაძე: გაზრდილი ბიუჯეტი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ დასახულ გეგმას ცოტა გავასწროთ კიდეც
07-10-2022, 20:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წლევანდელი ბიუჯეტი 80 მილიონი
ლარით გაიზარდა. პრიორიტეტები, რომელიც დასახული იყო, კერძოდ, სოციალური
პირობები ჯარისკაცისთვის რჩება და არ გადავუხვევთ ამ პოლიტიკას“, - აღნიშნა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია
„იმედის“ ეთერში. მინისტრის განცხადებით, გაზრდილი ბიუჯეტის ხარჯები
პროპორციულად გადანაწილდება. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ 2023 წლის
თავდაცვის უწყების ბიუჯეტი იგივე პრინციპით გადანაწილდება და კვლავ
პრიორიტეტად რჩება ჯარისკაცისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება. „ეს
გახლავთ პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ჯარისკაცზე ზრუნვის
პოლიტიკის ფარგლებში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ შევასუსტებთ
შეიარაღების მიმართულებას. ჩვენ ძალიან ამბიციური გეგმები დავისახეთ.
პარტნიორების რეკომენდაციით ჩვენ დავსახეთ საშუალო და გრძელვადიანი გეგმა,
რომელიც 10- წლიან პერსპექტივას გულისხმობს, რასაც გეგმაზომიერად
მივყვებით. გაზრდილი ბიუჯეტი ჩვენ იმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ
დასახულ გეგმას ცოტა გავასწროთ კიდეც“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი