საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია
„იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ თავდაცვის ძალები თურქული
მხარისგან 46 ერთეულ ჯავშანტრანსპორტიორს მიიღებს. თავდაცვის მინისტრის
თქმით, უწყება აქტიურად მუშაობს, რომ ათწლიანი გეგმის მიხედვით ქვეყანამ
მსხვილი შეიარაღება შეიძინოს. „გუშინ ჩემმა მოადგილემ ხელი მოაწერა
შეთანხმებას თურქულ მხარესთან, რის შედეგადაც ჩვენ მივიღებთ
ჯავშანტრანსპორტიორებს მომავალი წლის გაზაფხულზე, 46 ერთეულს,“ -
განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით სსსტც „დელტამ“ უკვე გადასცა 60 ერთეული
შეჯავშნული მანქანა თავდაცვის ძალებს და აღნიშნა, რომ ბიუჯეტის მოცულობის
მიუხედავად, წინა ხელისუფლების დროს ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით
დაგეგმილ სამომავლო ნაბიჯებზეც ისაუბრა. „ჩვენ დავიწყეთ ერთობლივი
საწარმოების დაფუძნება, რომლებიც ძალიან წარმატებულად მიდის. გარდა ამისა,
ვმუშაობთ იმ მსხვილი შეიარაღების შეძენაზე, რაც დაგეგმილია და გაწერილია
ჩვენი ათწლიანი პრიორიტეტებით“, - განაცხადა მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.