10-20-წლიან პერსპექტივაში ჩვენ განვსაზღვრეთ საქართველოს მომავალი. ამ პოლიტიკით შესაძლებელია, რომ საქართველოს მომავალი იყოს მხოლოდ განვითარებაზე დაფუძნებული - თავდაცვის მინისტრი
07-10-2022, 20:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საერთაშორისო პარტნიორებთან
თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა. მან მან ხაზი გაუსვა მაღალი
დონის ვიზიტებს, რომელსაც ქართული მხარე პარტნიორ ქვეყნებთან
აწარმოებს. „პრემიერ-მინისტრი ჩეხეთში გამართულ სამიტზე არის
თანათავმჯდომარე, დღეს მქონდა შეხვედრა სახელმწიფო მდივნის
მოადგილესთან და იმ ფონზე, როდესაც ყოფილი თავდაცვის მდივნის
მოადგილე ადასტურებს, რომ ჩვენი გატარებული პოლიტიკა არის
ერთ-ერთი ძლიერი პოლიტიკა, რომელსაც ატარებენ რეგიონში
სახელმწიფოები, ჩვენი ოპონენტები საუბრობენ, რომ საერთაშორისო
იზოლაციაში ვართ. რა თქმა უნდა, ეს აბსურდია. მარტო მე გახლდით
ოთხჯერ ერთი წლის განმავლობაში ბრიუსელში სამიტზე, ასევე,
საკონტაქტო ჯგუფის წევრები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ვერ
ვახერხებთ პირდაპირ სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის. ამ
ყველაფრის მიუხედავად, არცერთი ვიზიტი არ გაშუქებულა ჩვენს
ოპოზიციურ არხებზე, ეს არ არის ნორმალური ჟურნალისტიკა, ასეთ
ჟურნალისტიკას არ იცნობს ცივილური სამყარო“, - განაცხადა ჯუანშერ
ბურჭულაძემ. მან რეგიონში არსებულ საფრთხეებზეც ისაუბრა და
აღნიშნა, რომ საფრთხეები არ შეცვლილა, უბრალოდ, ომთან
დაკავშირებით, გაზრდილია საფრთხის ინტენსივობა. „ჩვენს
პოლიტიკას არ აქვს ალტერნატივა და ჩვენი პოლიტიკის შედეგად,
არამარტო დღევანდელ საქართველოს აცდა ეს პრობლემები, არამედ 10-

20-წლიან პერსპექტივაში ჩვენ განვსაზღვრეთ საქართველოს მომავალი.
ამ პოლიტიკით შესაძლებელია, რომ საქართველოს მომავალი იყოს
მხოლოდ განვითარებაზე დაფუძნებული“ - განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი