პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა უცხო ქვეყნის მოქალაქე, 20 წლის მამაკაცი, რომელმაც დიდ დიღომში ნაქირავებ ბინაში 40 წლის ქალი მოკლა
08-10-2022, 11:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ი.ზ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

 


დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 


შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში ერთ-ერთი ბინის მეპატრონისგან შევიდა შეტყობინება, რომ მის მიერ გაქირავებული ბინის კარი დაკეტილი იყო, ხოლო დამქირავებელი - უცხო ქვეყნის მოქალაქე ი.ზ. კონტაქტზე არ გამოდიოდა.

 


მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, რომლებმაც აღნიშნული ბინის კარის საკეტის გაღება დაიწყეს, რა დროსაც კარი შიგნიდან გააღო ი.ზ.-მ და გაქცევას შეეცადა. მან წინააღმდეგობა გაუწია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, თუმცა მაშველებმა მას გაქცევის საშუალება არ მისცეს და პოლიციის მისვლამდე მოახერხეს მისი შეჩერება.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე მამაკაცმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საქართველოს მოქალაქეს - 1982 წელს დაბადებულ მ.ს.-ს სხეულზე ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

 


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 


ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 

კომენტარები: 3
#3   fatima
      
I am very happy to discover your post as it will become on top in my collection of favorite blogs to visit
سيما لايت
6 მარტი 2023 13:25
#2   qaseo
      
Love to read it,Waiting For More new Update and I Already Read your Recent Post its Great Thanks. كوره اون لاين
2 ნოემბერი 2022 13:30
#1   qaseo
      
I read a article under the same title some time ago, but this articles quality is much, much better. How you do this..sattamatka
28 ოქტომბერი 2022 21:09
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი