თავდაცვის ძალების წარმომადგენლებისთვის საზოგადოებასთან ურთიერთობის კურსი დასრულდა
09-10-2022, 12:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრებმა გერმანელი
ინსტრუქტორების დახმარებით სპეციალური კურსი გაიარეს. საზოგადოებასთან
ურთიერთობის კურსის პირველი ეტაპი ორი კვირის განმავლობაში საჩხერეში, პოლკოვნიკ
ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში მიმდინარეობდა.

 


გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესვერის საზოგადოებასთან ურთიერთობის
ცენტრის ინსტრუქტორებმა მსმენელებს თანამედროვე საინფორმაციო გარემო,
კომუნიკაციების სფეროში არსებული დოქტრინები, დირექტივები, თანამედროვე
გამოწვევები და ეთიკის წესები გააცნეს. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა
საზოგადოებასა და მასმედიასთან ეფექტური კომუნიკაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევები
გაიღრმავეს.

 


თეორიული ნაწილის გარდა, ტრენინგი პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც მოიცავდა, სადაც
მონაწილეებს სხვადასხვა განხილულ თემაზე, მათ შორის, კრიზისული სიტუაციის
კონტექსტში შემუშავებული სტრატეგიისა და კომუნიკაციის სპეციფიკის შესახებ
მომზადებული პრეზენტაციების წარდგენის საშუალება ჰქონდათ. სასწავლო პროგრამა
ინტერვიუს, პრესრელიზისა და პრესკონფერენციის მომზადებასაც ითვალისწინებდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების საზოგადოებასთან
ურთიერთობის წარმომადგენლებისთვის მსგავსი კურსები რეგულარულად ტარდება.
ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ქართველ საზოგადოებასთან ურთიერთობის
ოფიცრებს ტრენინგებს პარტნიორი ქვეყნებიდან გამოცდილი სპეციალისტები უტარებენ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი