ტრამპმა დაადანაშაულა ბაიდენის ადმინისტრაცია იმაში, რომ პუტინს უკრაინაში შეჭრა „პრაქტიკულად აიძულა“
10-10-2022, 09:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - დონალდ ტრამპმა დაადანაშაულა ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობა იმაში, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრა „პრაქტიკულად აიძულა“.

 


ტრამპისადმი ლოიალურად განწყობილ მემარჯვენე მედიასთან - „ნამდვილი ამერიკის ხმა“ - ინტერვიუში ყოფილმა „რესპუბლიკელმა“ პრეზიდენტმა, რომელიც 2020 წლის საპრეზიდნეტო არჩევნებში „დემოკრატ“ ჯოზეფ ბაიდენთან დამარცხდა, გააკრიტიკა თეთრი სახლის ახლანდელი ადმინისტრაცია და თქვა, რომ მათმა თვეების განმავლობაში მიმდინარე „რიტორიკამ“ წვლილი შეიტანა იმაში, რომ პუტინი შეჭრილიყო უკრაინაში.

 


„ფაქტობრივად, ისინი დასცინოდნენ მას, თუკი ამას ნამდვილად შევხედავთ. ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელმძღვანელობა დასცინოდა პუტინს. იცით, მე ვთქვი, ისინი თითქმის აიძულებენ მას წავიდეს იმაზე, რასაც ამბობენ. რიტორიკა იყო ძალზე სულელური“, - განაცხადა ტრამპმა.

 

 

მისი მტკიცებით, უკრაინაში შეჭრა „არასოდეს“ მოხდებოდა, ისევ თავად რომ ყოფილიყო პრეზიდენტი. ტრამპს არ მოუყვანია რაიმე სპქციფიკური მაგალითები, როგორ „დასცინოდა“ აშშ პუტინს, რამაც უკარინაში შეჭრა გამოიწვია.

 


ტრამპმა ასევე ისაუბრა ორივესთან - ვლადიმერ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სამუშაო ურთიერთობაზე, როდესაც „ნამდვილი ამერიკის ხმის“-ის წამყვანმა უეინ რუტმა აზრი გამოთქვა იმის თაობაზე, რომ ბაიდენს შეეძლო ტრამპის სამშვიდობო შეთანხმების მოსალაპარაკებლად გაგზავნა.

 


„ძალიან კარგად ვიყავი შეწყობილი როგორც ზელენსკისთან, ასევე პუტინთან“, - თქვა ტრამპმა. „თუ გახსოვთ, ზელენსკი ძალიან კარგი იყო, რადგან როდესაც მას ჰკითხეს უკრაინაზე, უკრაინის, უკრაინის ცრუ განგაშის შესახებ - ეს იყო სატელეფონო ზარი - მან შეხედა მათ და თქვა: „რა იყო არასწორი ამ ზართან დაკავშირებით? მას არაფერი დაუშავებია“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი