წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო
ცენტრში სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო და სერჟანტთა ძირითადი
სამეთაურო კურსების გამოშვების ცერემონია გაიმართა. სერჟანტებს
სწავლის დასრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების
სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ მიულოცა და წარმატებები
უსურვა. მსმენელებმა შეისწავლეს თავდაცვითი და თავდასხმითი
ოპერაციები, სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესი,
საბრძოლო მომზადების ორგანიზება და ქვედანაყოფის მართვის
პროცედურები. კურსდამთავრებულებმა აიმაღლეს სამხედრო
პროფესიული ცოდნის დონე, რომელიც მათ კარიერულ განვითარებაში
გამოადგებათ. ისინი საკუთარ ქვედანაყოფებში დაბრუნდებიან და
მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ თავდაცვის ძალების
განვითარებასა და სერჟანტთა კორპუსის გაძლიერებაში. სერჟანტთა
სამეთაურო-საშტაბო კურსი 28 კვირის, ხოლო სერჟანტთა ძირითადი
სამეთაურო კურსი 18 კვირის განმავლობაში კოჯორში, სერჟანტთა
აკადემიისა და კრწანისში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების
სარდლობის მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისის“ ბაზებზე
მიმდინარეობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.