საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის
ხელმძღვანელობით სამეთაურო საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2022“
დასრულდა. დასკვნითი საჩვენებელი სწავლება ვაზიანის
სასროლეთზე გაიმართა. 41-ე ქვეითი ბატალიონის „ჩარლი“ ასეულმა,
მე-5 საარტილერიო ბრიგადის 52-ე საარტილერიო რეაქტიული
ბატალიონის საცეცხლე მხარდაჭერით საბრძოლო სროლები
განახორციელა და რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული
თავდაცვითი ოპერაციები შეასრულა. წვრთნებს აღმოსავლეთის
სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე ხელმძღვანელობდა
და მასში სარდლობის ყველა ქვედანაყოფი იყო ჩართული. სწავლება
მოიცავდა როგორც საშტაბო, ისე საველე კომპონენტებს. სამეთაურო-
საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2022“ საბრძოლო ვითარებასთან
მიახლოებულ გარემოში სამხედრო ოპერაციების დაგეგმვასა და
აღსრულებას, სარდლობის დაქვემდებარებული ქვედანაყოფების
შტაბების კოორდინაციას, ოპერაციების სინქრონიზებასა და ახალი
სისტემების გამოცდას ისახავდა მიზნად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.