სარაკეტო დარტყმების შემდეგ, პუტინი „მკაცრი“ პასუხით დაემუქრა უკრაინას „ტერორისტული აქტების“ გაგრძელების შემთხვევაში
10-10-2022, 14:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა, რომ უკრაინაში დღეს დილით განხორციელებული თავდასხმები რამდენიმე ლოკაციაზე მოხდა. ვიდეომიმართვაში ის ამბობს, რომ შორი დისტანციის რაკეტებმა ენერგეტიკულ, სამხედრო და საკომუნიკაციო ობიექტებს მიაყენეს დარტყმები.

 

 

პუტინი გამაფრთხილებლად აცხადებს, რომ „მკაცრი“ პასუხი იქნება გაცემული რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ ნებისმიერ შემდგომ „ტერორისტულ აქტზე“, ასეთად კი ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქება შეფასდა.

 

 

მოელიან, რომ რუსეთის ლიდერი დღეს უშიშროების საბჭოზე განიხილავს რუსეთის ყირიმთან დამაკავშირებელ ერთადერთ ხიდზე გასულ დღეებში მომხდარ აფეთქებას, რაშიც ის უკრაინას ადანაშაულებს. უკრაინას აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

 

 

რუსეთმა დღეს დილით უკრაინის ქალაქების, მათ შორის კიევის მიმართულებით 83 რაკეტა გაუშვა - მათგან, BBC-ის ცნობით, 43-ზე მეტი ჩამოაგდეს. როგორც სააგენტო Reuters-ი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, ერთ-ერთი რაკეტა კიევში მდებარე გერმანიის საკუნსულოს შენობას მოხვდა, თუმცა უცნობია შეეწირა თუ არა ვინმე ამ სარაკეტო იერიშს. 

 

 

უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული რუსული სარაკეტო დარტყმების შედეგად, დაღუპული არიან სამოქალაქო პირები და დაზიანებულია რამდენიმე ძირითადი ინფრასტრუქტურის ობიექტი, რამაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი