„გირჩი“ პარლამენტს საგადასახადო კოდექსის ცვლილებების საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს
12-10-2022, 14:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ ბრიფინგზე პოლიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებულ ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

 


საკანონმდებლო ინიციატივა მოქმედი კანონმდებლობით დაწესებული ქონების გადასახადის ცვლილებას შეეხება, რომლებიც წლის განმავლობაში, 40 ათას და 100 ათასს ლარზე მეტი შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდება.

 


„ეს კანონი 2010 წელს არის მიღებული, როდესაც ლარის სხვა კურსი იყო. მას შემდეგ ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურდა, ორნიშნა ინფლაცია გვაქვს და ისედაც გაღარიბებული ადამიანები კიდევ დამატებით იბეგრებიან. პოლიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტით, 70 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე პირები აღარ დაიბეგრებიან. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ქონების ღირებულების 0.05%-დან-0.2% მდე დაიბეგრებიან ის ადამიანები, ვისი შემოსავალიც წლის განმავლობაში 70-175 ათასი ლარია, ხოლო ქონების ღირებულების 0.8%-დან 1%-მდე ქონების გადასახადს, 175 ათას ლარზე მეტი შემოსავლის მქონე პირები გადაიხდიან“, - განაცხადა ჰერმან საბომ.

 


პოლიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაინიცირდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი