ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გმირი ჯარისკაცები გმირულად იცავდნენ ჩვენი ქვეყნის სახელს
17-10-2022, 12:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენი გმირი ჯარისკაცები გმირულად იცავდნენ ჩვენი ქვეყნის სახელს, ღირსეულად წარმოაჩენდნენ ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა მისიებში-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ავღანეთში არა ნატოს წევრი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ქვეყანა იყო, სადაც 30- ზე მეტი გმირი ჯარისკაცი დავკარგეთ, ასეულობით ჯარისკაცი კი დაიჭრა

 

„მინდა შევახსენო ყველას, რომ ჩვენ ჩვენი გმირი ჯარისკაცები, ახლა ბევრი უკვე ვეტერანი, გმირულად იცავდა ჩვენი ქვეყნის სახელს, ღირსეულად წარმოაჩენდნენ ჩვენს ქვეყანას, ჩემს მიერ ჩამოთვლილ მისიებში. ერთ დროს ავღანეთში ჩვენ ვიყავით, როგორც არა ნატოს წევრი ქვეყანა, ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, ყველაზე დიდი კონტიგენტით იყო წარმოდგენილი ქართული კონტიგენტი ავღანეთში. იქ ჩვენ დავკარგეთ 30-ზე მეტი გმირი ჯარისკაცი, ასეულობით ჩვენი ჯარისკაცი დაიჭრა. ესენი არიან ჩვენი დაუმარცხებელი, გაუტეხელი სამხედროები და ვეტერანები. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა მათ. ჩვენ ყოველდღე უნდა ვუთხრათ და გითხრათ თქვენ მადლობა.

 

რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოების განვითარების საზომი არის ის, თუ როგორ ვუფასებთ ჩვენს ვეტერანებს, მათ მიერ გაღებულ წვლილს, მათ ღვაწლს. ჩვენი ხელისუფლება ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვაკეთებთ და გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ კიდევ უფრო მეტად დავაფასოთ თქვენი ღვაწლი. თქვენს მაგალითებზე უნდა აღვზარდოთ ჩვენ ჩვენი ახალგაზრდა თაობები. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ სწორედ ვეტერანების დაფასება არის ჩვენი ვალი, ჩვენი მთავრობის ვალი და მე გპირდებით, რომ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ თქვენთვის და თქვენი ღვაწლის დასაფასებლად. კიდევ ერთხელ, ჩვენი მთავრობის სახელით მადლობას გიხდით და გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი