საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანელ დიპლომატებს უმასპინძლა
17-10-2022, 18:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალ ელჩთან და
თავდაცვის ატაშესთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ჯუანშერ ბურჭულაძემ  ერნსტ პეტერ
ფიშერსა და ვიცე-პოლკოვნიკ ანდრეას ზებალდს საქართველოში დიპლომატიური მისიის
წარმატებით განხორციელება უსურვა.  მან საქართველოსა და გერმანიას  შორის თავდაცვის
სფეროში  მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა. თავდაცვის მინისტრის
განცხადებით, თავდაცვის სფეროში საქართველოს გერმანიასთან, როგორც სანდო და საიმედო
პარტნიორთან,  ასეთი ინტენსიური თანამშრომლობა არასოდეს ჰქონია.

 


ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება   საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების,
თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდის პროცესში გერმანიის  მნიშვნელოვან როლზე
გაამახვილა და გერმანულ მხარეს მტკიცე პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის
მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა  ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის
(SNGP) განხორციელების პროცესში გერმანიის, როგორც  ნატოს ძირითადი ჯგუფის ლიდერი
ქვეყნის როლი,  რომელიც ისეთ მნიშვნელოვან ინიციატივებს ხელმძღვანელობს,  როგორიცაა:
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS), სამხედრო-საინჟინრო მიმართულება
და სამხედრო მედიცინის შესაძლებლობების განვითარება.

 


საუბარი ასევე შეეხო ნატოს თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების აღმშენებლობის
ნდობის ფონდის პროექტში სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, გერმანიის, როგორც
ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის   ჩართულობასა და უდიდეს ფინანსურ კონტრიბუციას.

 


შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალებში  მიმდინარე   პროცესები, ნატო-
საქართველოს თანამშრომლობის საკითხები, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ერთობლივი
საქმიანობა, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და მასთან დაკავშირებული მზარდი
საფრთხეებიც მიმოიხილეს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი