მე-4 ქვეითი ბრიგადა 18 წლისაა
18-10-2022, 17:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადა 18 წლისაა. ვაზიანში, პირად შემადგენლობას ბრიგადის დაარსების დღე თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ მიულოცა. ცერემონიალის დაწყებამდე, სტუმრებმა და ბრიგადის ხელმძღვანელმა პირებმა ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით - „გენერალი კვინიტაძე", „უმწიკვლო სამსახურისთვის“, „გიორგი ანწუხელიძე", „გენერალი მაზნიაშვილი", „სამშობლოსათვის თავდადებული“ და „საბრძოლო იარისთვის“ დაჯილდოვდნენ.

 

საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სპორტული შეჯიბრიც, სადაც გამარჯვებულ ქვედანაყოფს ბრიგადის გარდამავალი თასი, მედლები და სერტიფიკატები გადაეცა.

 

სამხედრო ბრიგადის იუბილესთან დაკავშირებით, სამხედროების ოჯახის წევრებისა და თბილისის 52-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის „ღია კარის დღეც“ მოეწყო. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ბრიგადის ტექნიკა და აღჭურვილობა.



მე-4 ქვეითი ბრიგადის იუბილე ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლის - „თორდასა“ და ანსამბლ „მამულიშვილების“ კონცერტით დასრულდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი