ღარიბაშვილმა Tata Power-ის აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრაზე ქართულ ენერგოსექტორში დაგეგმილი მსხვილი ინვესტიციები განიხილა
20-10-2022, 12:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Tata Power-ის აღმასრულებელ დირექტორს, პრავირ სინას შეხვდა. მხარეებმა ქართულ ენერგოსექტორში განხორციელებული და დაგეგმილი მსხვილი ინვესტიციები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

 

 

აღსანიშნავია, რომ Tata Power, ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Invest-თან ერთად, კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია’’-ს მფლობელი კომპანიაა, რომელიც თავის მხრივ საქართველოს ენერგოსექტორის უმსხვილესი ინვესტორია. კომპანიამ განახორციელა 187 მგვტ სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადის მშენებლობა, ჯამური ინვესტიციით - 550 მლნ აშშ დოლარზე მეტი.

 

 

„შუახევი ჰესი“, დაახლოებით, 5%-ით ზრდის ელექტროენერგიის შიდა წარმოებას, აძლიერებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და ხელს უწყობს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ სწრაფვას. პროექტი სამი ისეთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის მიერაა დაფინანსებული როგორიცაა: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული მასშტაბური პროექტები ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასა და ენერგოუსაფრთხოებას უზრუნველყოფს, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ეკონომიკის სტიმულირებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

 

 

აღსანიშნავია, რომ „შუახევი ჰესის“ მშენებლობის ეტაპზე 1000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა, საიდანაც უმეტესობას ადგილობრივი მცხოვრებლები წარმოადგენდნენ, ხოლო ოპერირების ეტაპზე დასაქმებულთა რიცხვი დაახლოებით 100 ადამიანია.

 

 

Tata Group მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს ექვს კონტინენტზე, 100 ქვეყანაში ოპერირებს და მის მიერ დასაქმებულთა რიცხვი 935 000 შეადგენს. Tata Group-ის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს Tata Power.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი