საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლა
20-10-2022, 16:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის ახალ ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ ედიტე მედნეს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა, წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

 


მინისტრმა ლატვიას, როგორც სანდო პარტნიორსა და ახლო მეგობარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მტკიცე, თანმიმდევრული და გამორჩეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ყურადღება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე გაამახვილა.

 


ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში ლატვიური მხარის დახმარებისა და ექსპერტების ჩართულობის, რიგაში მდებარე ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრთან თანამშრომლობის მნიშვნელობა. შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებზე, ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით განხორციელებულ პროცედურებზე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და საფრთხეებზე, ევროპაში უსაფრთხოების ახალ არქიტექტურასა და ამ კონტექსტში საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე იმსჯელეს.

 


ედიტე მედნე საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მიმდინარე წლის აგვისტოში წარადგინეს. მან საქართველოში ელჩის პოზიციაზე დიპლომატი ინგრიდა ლევრენსი შეცვალა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი