ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი თავდაცვის კოდექსის პროექტი განიხილა
21-10-2022, 16:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ახალი თავდაცვის კოდექსის პროექტი განიხილეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით მომზადდა.

 

ახალ თავდაცვის კოდექსის პროექტში, სხვა პრიორიტეტებთან ერთად, გათვალისწინებულია წვევამდელთა და რეზერვის სისტემების მოდერნიზაცია და ჯარისკაცების სოციალური პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესება.

 

წვევამდელებისა და რეზერვის სისტემების მოდერნიზაციის შემდეგ დამკვიდრდება თავდაცვის უწყების მართვის ახალი მიდგომა. შეიქმნება წვევამდელთა სრულიად ახალი, მოქნილი სისტემა.

 

ახალი თავდაცვის კოდექსის პროექტი საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წლის ბოლომდე წარედგინება.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ჯარისკაცებისთვის ღირსეული პირობების შექმნა და მათი სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფა მთავრობის პრიორიტეტია. აღინიშნა, რომ ახალი კოდექსი ჯარისკაცების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფისა და სოციალური გარანტიების კანონით დარეგულირებას გულისხმობს.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მნიშვნელოვნად იზრდება, რაც შესაძლებელი გახადა 2022 წელს მიღწეულმა ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ. აღინიშნა, რომ ,,ჯარის ქალაქის“ მშენებლობა რამდენიმე თვეში დასრულდება, 1000-ზე მეტ ჯარისკაცს საცხოვრებელი ბინები გადაეცემა და ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება.

 

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი