„ჩვენ ვმუშაობთ ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო საშუალებების შეძენაზე“, - ჯუანშერ ბურჭულაძე
21-10-2022, 17:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


„რაფაელი არის ერთ-ერთი საუკეთესო მოწინავე კომპანია მსოფლიოში და ჩვენ
მოდერნიზაციაზე ვმუშაობთ. ასევე ვმუშაობთ პოლონურ სახელმწიფო საწარმოსთან, რომელიც
ერთ-ერთი მსხვილი საწარმოა ევროპაში და მთელს მსოფლიოში როგორც ჰაერსაწინააღმდეგო,
ასევე, ჯავშანსაწინააღმდეგო ხელსაწყოების შეძენაზე. დღეს ძალიან გართულებულია ეს
პროცესი”, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ რადიო
„იმედის“ გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.

 


თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა შესყიდვებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე, რაც უკრაინის
ომმა გამოიწვია. „უკრაინის ომმა შეცვალა წარმოების ტემპები, მეთოდები და შესყიდვის
საშუალებები. თუმცა, საქართველო ყოველთვის არის პრიორიტეტული თითქმის ყველა
მსოფლიო მსხვილმწარმოებელთან. ჩვენ მივაღწიეთ აქაც შედეგს და უახლოეს მომავალში
დეტალებს გავაცნობთ ჩვენს საზოგადოებას. პროცესი, რომელიც ავიაციის განახლების
მიმართულებით პრემიერ-მინისტრის თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო, წარმატებით
მიმდინარეობს”, -განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი