ჯუანშერ ბურჭულაძე: „ღირსების გაფრთხილების ნაცვლად, გარკვეული ჯგუფების მხრიდან ინსტიტუციის დისკრედიტაციასა და ჯარში შუღლის გაღვივების მცდელობას აქვს ადგილი“
21-10-2022, 18:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რადიო იმედზე, გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას, თავდაცვის მინისტრი
საქართველოში ჯარის, როგორც ინსტიტუციის დისკრედიტაციის ფაქტს კიდევ ერთხელ
გამოეხმაურა. მინისტრის შეფასებით, პარადოქსია, რომ ჯარის პოპულარიზაციისა და
ჯარისკაცის დაფასების, მისი მუნდირის ღირსების გაფრთხილების ნაცვლად, გარკვეული
ჯგუფების მხრიდან ინსტიტუციის დისკრედიტაციასა და ჯარში შუღლის გაღვივების
მცდელობას აქვს ადგილი.

 


„ეს არ არის ჩემი დისკრედიტაცია. ჩემს დისკრედიტაციას ავიტან, მაგრამ ჯარის
დისკრედიტაციას ნამდვილად არ შევეგუებით. ბოროტის მოსურნეებმა ინდივიდუალურ
დონეზეც ვერ ნახეს ჯარისკაცები, რომლებიც ინტერვიუს მისცემდნენ და რაიმე პრეტენზიას
გამოთქვამდნენ. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ავღანეთში, დამოუკიდებელ უბანზე
1000-კაციან შემადგენლობაში, პრემიერ-მინისტრის თავდაცვის მინისტრობის დროს ხმათა 96%
მივიღეთ. ეს ხომ იმის გამოხატულებაა, რომ ჯარისკაცი გვიფასებს, რომ ჩვენ მას ვაფასებთ“, -
განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯარისკაცის, იმ ადამიანის
დაფასება რომელიც მზად არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ოჯახების დაცვას მთელი ცხოვრება
მიუძღვნას, მთელი საზოგადოების ვალია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი