საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ლიეტუველ კოლეგას შეხვდა
24-10-2022, 12:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ლიეტუვის თავდაცვის მინისტრს
არვიდას ანუშაუსკას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების
გამოწვევები განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ლიეტუვა საქართველოს
გამორჩეული, მტკიცე და ერთგული სტრატეგიული პარტნიორია. განსაკუთრებული ყურადღება
დაეთმო საქართველო-ლიეტუვას შორის თანამშრომლობის, კერძოდ, სხვადასხვა პროექტებსა
და ინიციატივებში ერთობლივი მონაწილეობის მნიშვნელობას.

 


მხარეებმა განიხილეს ვილნიუსში მომავალ წელს დაგეგმილ ნატოს სამიტზე საქართველოს
პერსპექტივები და კონკრეტული ნაბიჯები. მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის
მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადრება და კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინის
მიმართ. ჯუანშერ ბურჭულაძემ საკუთარ კოლეგას ნატოსა და ევროკავშირის სტანდარტებთან
თავსებადობის კუთხით თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები გააცნო. საუბარი
შეეხო ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებულ მჭიდრო სტრატეგიულ
თანამშრომლობას, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის მზარდ დინამიკასა და სამომავლო
პერსპექტივებს.

 


მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის კონკრეტული გეგმა, რომელიც ეხება
სამხედრო განათლების, კიბერუსაფრთხოების, სტრატეგიული კომუნიკაციების, სავალდებულო
სამხედრო სამსახურის, დაჭრილ სამხედროთა რეაბილიტაციის კუთხით თანამშრომლობას,
გაცვლით ვიზიტებს ეროვნული თავდაცვის აკადემიებს შორის, ასევე ერთობლივ სწავლებებს.
შეხვედრის დასასრულს, ჯუანშერ ბურჭულაძემ და არვიდას ანუშაუსკამ ხელი მოაწერეს
საქართველოსა და ლიეტუვას შორის თავდაცვის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის
შესახებ ერთობლივ კომუნიკეს.

 


შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოს
თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მეთაურის მოადგილე,
ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, საქართველოში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა,
თავდაცვის უწყების სხვა ოფიციალური პირები და ლიეტუვის დელეგაციის წევრები დაესწრნენ.
ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი ნატო-საქართველოს წვრთნისა და
შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ესტუმრა და საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი