„ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული საფრთხეები და ის ნაბიჯებიც, რაც შეიძლება კონკრეტულ მომენტში იყოს გადასადგამი“ - ჯუანშერ ბურჭულაძე
26-10-2022, 10:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ საქართველოს თავდაცვის
მინისტრმა რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე თავდაცვის სამინისტროს ხედვასა და
სამინისტროს კონცეპტუალურ დოკუმენტებზე ისაუბრა, სადაც გათვალისწინებულია
საფრთხეები და რეგიონის ცვალებადი გარემო.

 

 

ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, თავდაცვის სამინისტროში პარტნიორებთან ერთად სამი
ძირითადი დოკუმენტია შემუშავებული. ერთ-ერთი მათგანი გრძელვადიან პერიოდზე,
გრძელვადიან სტრატეგიაზეა პასუხისმგებელი და მასში უწყების ხედვა 2030 წლამდეა
გაწერილი. შემუშავებულია საშუალოვადიანი სტრატეგია. ასევე, არსებობს მიმდინარე
სამართლებრივი აქტებით დასარეგულირებელი სტრატეგია, რომელიც მიმდინარე რეალობასთან
ადაპტირდება. „ასე შეიძლება დარეგულირდეს ის ცვალებადი საფრთხეები და გარემო, რაც
გვაქვს“, - განმარტა თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ სტრატეგია აწყობილია იმ
საფრთხესა და რისკებზე, რაც დღეს უკრაინას აქვს. მისი თქმით: „ჩვენც ამ რისკის წინაშე
ვიყავით და ამის გააზრებაზეა აწყობილი ჩვენი სტრატეგია. გაცვლილიც გვაქვს ეს ინფორმაცია.
უკრაინასაც ზუსტად ამ საფრთხეზე ჰქონდა აწყობილი სტრატეგია. ასე რომ, ჩვენ ეს კარგად
გააზრებული გვაქვს და ის ნაბიჯებიც, რაც შეიძლება იყოს გადასადგამი კონკრეტულ მომენტში
ესეც გააზრებული გვაქვს“.

 


ჯუანშერ ბურჭულაძემ დღევანდელი გამოწვევების ფონზე კონვენციური და არაკონვენციური
ომის წარმოებაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ თავდაცვის უწყების
სტრატეგიაში მთავარი აქცენტი ტოტალურ თავდაცვაზეა გაკეთებული. „ზოგადად,
კლასიკურად, ტოტალური თავდაცვა განიხილება როგორც არაკონვენციური ან შერეული
კონვენციური და არაკონვენციური ომის სინთეზური ომის წარმოება. ასევე, კიბერუსაფრთხოება
და კიბერსაფრთხეები, რაც დრო გადის უკვე კონვენციური ომის ნაწილი ხდება. მით უმეტეს
ისეთ შემთხვევებში, როცა ერთი მხარე არსებითად აღემატება მეორე მხარეს“, - განმარტა
მინისტრმა და მაგალითად უკრაინაში არსებული დღევანდელი მდგომარეობა მოიყვანა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი