ჯუანშერ ბურჭულაძე: „ვერ წარმომიდგენია, ჯარის პოპულარიზაციას ვინმე აზიანებდეს, თუმცა მასობრივი წინააღმდეგობა მიდის ამ პროცესის“
26-10-2022, 10:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას, თავდაცვის
მინისტრმა ჯარის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე, წვევამდელთა სისტემის მოდერნიზაციასა
და ამ მიზნით განსახორციელებლ უწყების გეგმებზე ისაუბრა. მინისტრი ჯარის, როგორც
ინსტიტუციის დისკრედიტაციისა და შუღლის გაღვივების მცდელობასაც გამოეხმაურა და ეს
ტენდენცია კიდევ ერთხელ კატეგორიულად დაგმო. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით,
ჯარის პოპულარიზაცია დიდწილად დასახული მიზნის მიღწევის საშუალებასაც წარმოადგენს:
„მიზანი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ შევქმნათ უსაფრთხო გარემო, შევამციროთ რისკები და
შევქმნათ ბრძოლისუნარიანი ჯარი, რომელიც შეძლებს, წინააღმდეგობა გაუწიო ნებისმიერი
შემადგენლობის მოწინააღმდეგეს. ჯარის პოპულარიზაციის საკითხი გამოწვევად რჩება. ეს ის
საკითხია, სადაც მთელი საზოგადოება უნდა იყოს გაერთიანებული. ჩვენ ძალისხმევას არ
ვიშურებთ, რომ მეტად პოპულარული გავხადოთ ჯარი, ეს საკითხი მთელ საზოგადოებას
უნდა შეეხოს. პირველ ეტაპზე ამას რადიკალური ნაბიჯების ხარჯზე ვერ გავაკეთებთ,
ძირითადი აქცენტები საზოგადოებისთვის ჯარის გაცნობაზე იქნება გაკეთებული“, - განაცხადა
ჯუანშერ ბურჭულაძემ და აღნიშნა, რომ დასახული ამოცანების მისაღწევად სხვადასხვა
დონეზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, ცვლილებები და გადასადგმელი ნაბიჯები
წარმოდგენილი იქნება თავდაცვის კოდექსში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში
განსახილველად უახლოეს მომავალში შევა.

 


თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კოდექსზე მუშაობისას, მნიშვნელოვანი ადგილი
წვევამდელთა სისტემის მოდერნიზაციის საკითხებს დაეთმო. უწყებამ რამდენიმე ქვეყნის
მოდელით იხელმძღვანელა და საქართველოს სპეციფიკისა და მენტალიტეტის
გათვალისწინებით, არსებულ რეალობასთან ადაპტირებას შეეცადა: „ვფიქრობ, ახალ
კანონმდებლობაში აღარ იქნება ისეთი საშუალებები, რომ მექანიკურად აარიდოს თავი
ადამიანმა სავალდებულო სამსახურს, თუმცა ჩვენ ისიც უნდა გავიაზროთ, რომ დღეს არ გვაქვს
იმის რესურსი, პოტენციურად, რამდენი ადამიანიც შეიძლება იყოს წვევამდელთა კატეგორიაში,
ყველა გავიწვიოთ, ამის არც საშუალება გვაქვს და პრინციპში არც საჭიროება დგას ამ ეტაპზე.
საკმაოდ დიდი გამოწვევაა ეს საკითხიც. ზოგადად, პოტენციურად შეიძლება წელიწადში
გვყავდეს 16-17 ათასი გასაწვევი მოქალაქე. ზოგადად, სახელიც გვინდა რომ შევცვალოთ.
სავალდებულო ძველი ტერმინია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ სისტემა იყოს მოქნილი,
სადაც ნებაყოფლობითობას გაუთანაბრდება ჯარში მსახური. ესეც პოპულარიზაციის ნაწილია,
რამდენიმე ქვეყნის გამოცდილება გვაქვს და მათგან შევარჩევთ საუკეთესოს, რელევანტურს
ჩვენს მდგომარეობასთან და გარემოსთან შესაბამისობაში“.

 


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში ჯარის მიმართ
საზოგადოების ნდობის მაღალ მაჩვენებელზე, ზოგადად ცივილიზებულ სამყაროში ჯარის, ჩვენი
ქვეყნის, ოჯახების დამცველის დაფასების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ აღნიშნული

ინსტიტუციისადმი ნდობის მაღალი კოეპიციენტი და სავალდებულო სამხედროსამსახურის მიმართ ნაკლები ინტერესი ერთმანეთისგან განცალკევებული თემებია: „ჯარი
ყველაზე პოპულარული ინსტიტუციაა, რომელიც არ არის დაკავშირებული ისეთ
ნეგატივებთან, როგორთანაც შეიძლება სხვა უწყება იყოს დაკავშირებული. რატომ აფასებს
მსოფლიო და ცივილიზებული სამყარო ჯარისკაცს?! შეიძლება გავიდეს ეპოქა, რომელიმე
კონკრეტულ ქვეყანაში, სადაც ომი არ დადგება, თუმცა ჯარისკაცი გამოხატავს მზაობას, თავი
გასწიროს ქვეყნისთვის და ჩვენი ოჯახებისთვის. ეს კარგად აქვს გაცნობიერებული ცივილურ
სამყაროს. ადამიანებს ინტუიციურ დონეზე გააზრებული აქვთ თუ რა ღირებულება აქვს ჯარს,
თუმცა ასევე ჩვენი ერთ-ერთი მიზანი და ამოცანა იქნება, რომ საზოგადოებას ავუხსნათ, თუ
რატომ აფასებენ ცივილურ სამყაროში ჯარისკაცს“.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი