ჯუანშერ ბურჭულაძე პროექტის „ჩვენი ჯარი“ მიმდინარეობას გაეცნო
26-10-2022, 13:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო პროექტს „ჩვენი ჯარი“ აქტიურად ახორციელებს,
რომლის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეები საჯარო სკოლებს სტუმრობენ და მაღალი
კლასების მოსწავლეებს საქართველოს თავდაცვის ძალებს აცნობენ.

 


დღეს პროექტის მიმდინარეობას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე,
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი
ჯონი ტატუნაშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ
მახარაშვილი გაეცნენ. ისინი სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, პროექტის ,,ჩვენი ჯარი"
ფარგლებში თბილისის N67 საჯარო სკოლას ესტუმრნენ.

 


თავდაცვის მინისტრი მოსწავლეებს ქვეყნის უსაფრთხოებაზე, სამხედრო განათლებაზე,
კარიერული წინსვლის შესაძლებლობებზე და ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების
გაღრმავების მნიშვნელობაზე ესაუბრა. „ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ჯარი გახდეს
თქვენთვის უფრო ნაცნობი და საყვარელი. ჩვენი მთავარი მიზანია, უკეთ აგიხსნათ, თუ რას
საქმიანობს ჩვენი ჯარი, რათა უფრო ახლობელი და მისაღები გახდეს თქვენთვის“, - განაცხადა
ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 


სამხედრო მოსამსახურეებმა მოსწავლეებს პროექტის მნიშვნელობა გააცნეს. უფროსკლასელებს
თემატური ვიდეორგოლების ნახვის, სამხედრო მოსამსახურეების პირადი ისტორიების
გაცნობისა და საქართველოს ეროვნული გმირების შესახებ ინფორმაციის მიღების
შესაძლებლობა აქვთ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

 


პროექტის „ჩვენი ჯარი“ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროსთან ერთად ახორციელებს და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებასა და
პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი