მიხეილ ჩხენკელი ბაქოში ზოგად, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების სისტემის ყველა საფეხურზე დანერგილ სიახლეებს გაეცნო
28-10-2022, 11:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ზოგად, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეწვია და განათლების სისტემის ყველა საფეხურზე დანერგილ სიახლეებს გაეცნო.

 


მიხეილ ჩხენკელი ბაქოს საჯარო სკოლებს ესტუმრა, ადგილობრივ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდა და STEAM-ისა და ციფრული ტექნოლოგიების კლუბების ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს დაესწრო. მინისტრმა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფრანგულ-აზერბაიჯანული უნივერსიტეტი და აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემია (ADA Universiteti) მოინახულა, სადაც უნივერსიტეტების რექტორებთან და წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის უმაღლესი განათლების მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების საკითხები განიხილა.

 


მიხეილ ჩხენკელმა შეხვედრა ბაქოს მრეწველობის, ინოვაციებისა და პროფესიული განათლების სახელმწიფო ცენტრშიც გამართა, რომლის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას პროფესიული განათლების განვითარების მხარდამჭერი პროექტები და ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები გააცნო.

 


მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული განათლებისა და მეცნიერების 2022-2030 წლის ერთიანი ეროვნული სტრატეგიის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ითვალისწინებს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების (STI) სისტემის მოდერნიზებას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი ცოდნის შესაქმნელად, ადამიანების კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით.

 


მიხეილ ჩხენკელი ასევე შეხვდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან ურთიერთობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ფუად მურადოვს. საუბრისას მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებაზე, საერთო მიზნებსა და პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.

 


მიხეილ ჩხენკელს ბაქოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრმა ემინამ რულაევმა უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დადებითად შეაფასა აზერბაიჯანის განათლების სამინისტროს მიერ განხორციელებული და მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტები. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია განათლების ყველა მიმართულებით აზერბაიჯანულ მხარესთან თანამშრომლობის გაძლიერება და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება. მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის აკადემიურ წრეებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის კავშირების გამყარებაზე.

 


თავის მხრივ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობისთვის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.

 

 

ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი