წალკის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი: დიდი მადლობა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ყველანაირად უწყობს ხელს
28-10-2022, 15:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის დირექტორის, ვაჟა ზურნაჩიანის განცხადებით, წლევანდელი წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო არაქართულენოვანი სკოლებისთვის იმ მხრივ, რომ სომხური ენისა და ლიტერატურის, ასევე აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის პრაქტიკოს მასწავლებლებს პირველად მიეცათ გამოცდებზე გასვლის, თავიანთი კომპეტენციის ამაღლებისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალება.

 

 

 

„დიდი მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ყველანაირად უწყობს ხელს. წელს პირველად მიეცათ საშუალება არაქართულენოვანი სკოლების მშობლიური ენის პედაგოგებს გამოცდებზე გასულიყვნენ და აემაღლებინათ თავიანთი კომპეტენცია. ჩვენი სკოლიდან სომხური ენისა და ლიტერატურის ორი მასწავლებელი იყო გასული გამოცდაზე, მათგან ერთმა, გაიანე მანუკიანმა, წარმატებით ჩააბარა გამოცდა, მეორეს ქულები დააკლდა. წამყვანობის ერთი მსურველიც გვყავდა, თუმცა მასაც დააკლდა ქულები. ახლა, საერთო ჯამში, სკოლაში 7 უფროსი მასწავლებელი და ერთი წამყვანი გვყავს, ამას მომავალი წლიდან, სავარაუდოდ, გაინე მანუკიანიც დაემატება, მას შემდეგ, რაც ქართულ ენაშიც შესაბამისი კომპეტენციის დადასტურებას მოახერხებს. ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლებისთვის სტატუსის ამაღლება. ეს ნიშნავს, როგორც უკეთეს ხელფასს, ასევე უკეთეს განათლებას“, - განუცხადა GUARDIAN.GE-ის ვაჟა ზურნაჩიანმა.

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი

 


ზურნაჩიანის ინფორმაციით, წელს სკოლა რვა მეთორმეტეკლასელმა დაამთავრა, მათგან სამმა ოქროს მედალზე.

 


„ოქროს მედალოსანი სამი მოსწავლიდან ორმა თბილისში განაგრძო სწავლა, ერთმა ერევანში. დანარჩენმა ხუთმაც, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, თბილისში ჩააბარა. მიუხედავად რთული ბოლო წლებისა, პანდემია მაქვს მხედველობაში, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების დონე მაღალი იყო. მე, პირადად, ონლაინ სწავლებას არ მივიჩნევ გამართლებულ მეთოდად, რადგან თუ მოსწავლეს პირდაპირი კონტაქტი არ აქვს მასწავლებელთან, ისე სწავლება სრულყოფილი არ მგონია. ახლა უკვე მივეჩვიეთ პადემიასაც და საბედნიეროდ, აღარ დგას იმის საშიშროება, რომ სკოლები დაიხუროს და კვლავ ონლაინ სწავლებაზე გადავიდეთ“, - უთხრა GUARDIAN.GE-ის ვაჟა ზურნაჩიანმა.

 

 

 


დირექტორის თქმით, სკოლაში წელს ვიდეოკამერები დამონტაჟდა და კიდევ უფრო უსაფრთხო გახდა სასკოლო გარემო.

 


„ვიდეოკამერების დამონტაჟების შემდეგ ბავშვებში დისციპლინის დონემ უფრო მოიმატა. როგორც ჩანს, ეს ბუნებრივიცაა, რადგან იციან, რომ მათი ქცევა უფრო მეტი კონტროლის ქვეშ არის მოქცეული. ზოგადად, ახალი სასწავლო წელი კარგად დაიწყო. ზამთრისთვისაც მომზადებული ვართ. მოგეხსენებათ, როგორი მკაცრი ზამთარი იცის წალკის მუნიციპალიტეტში. სრულად გვაქვს მომარაგებული გათბობისთვის საჭირო შეშა და საწვავი. მთავარია, ვიცით, რომ სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება, რაც დიდ ბედნიერებას გვანიჭებს ყველას - მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მათ მშობლებს. ვფიქრობთ, წლევანდელ სასწავლო წელსაც კარგ შედეგებს ვაჩვენებთ“, - განუცხადა GUARDIAN.GE-ის ვაჟა ზურნაჩიანმა.

 

 

 

მან აღნიშნა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ დირექტორების სერტიფიცირების პროცესში თავად არ აპირებს მონაწილეობას.

 


„მე არ ვაპირებ ამაში მონაწილეობას. საკმაო ხანი ვიმუშავე სკოლაში მასწავლებლად, სასწავლო ნაწილის გამგედ, დირექტორად (იღიმის). ჩვენი სკოლიდან ჯერჯერობით არავინ დარეგისტრირებულა გამოცდაზე. მოგეხსენებათ, რეგისტრაციის ბოლო ვადა 4 დეკემბერია და ამის შემდეგ უფრო ზუსტი ინფორმაცია მექნება“, - განაცხადა წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის დირექტორმა, ვაჟა ზურნაჩიანმა GUARDIAN.GE-ისთან საუბრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი