თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობა მე-3 ქვეით ბრიგადაში დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
30-10-2022, 11:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის მინისტრის მოადგილეები მე-3 ქვეით ბრიგადაში დასრულებულ და მიმდინარე
პროექტებს გაეცნენ. გრიგოლ გიორგაძემ, დავით ჭიჭინაძემ და გიორგი ხაინდრავამ თავდაცვის
ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძესთან ერთად ბრიგადის
ტერიტორიაზე თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი ახლადგარემონტებული ყაზარმა და
სასადილო დაათვალიერეს. სტუმრები სასწავლო აუდიტორიაში სამხედრო მოსამსახურეებსაც
მიესალმნენ და აღნიშნეს, რომ ქართულმა ჯარმა ქვეყნის სამსახურში ნატოს სტანდარტების
შესაბამის ბაზებზე უნდა იმსახუროს.

 


თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს 2020 წელს, მისივე
გადაწყვეტილებით, დაიწყო და ამჟამადაც ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

 

თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკური საშუალებების განვითარება 2023
წელსაც აქტიურად გაგრძელდება. იგეგმება მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების,
აღმოსავლეთ საქართველოში კადეტთა სამხედრო ლიცეუმის, კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და
დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის, ასევე ლოჯისტიკური უზრუნველყოფის
ობიექტების ინფრასტრუქტურის განვითარება. გასულ ორ წელიწადში ინფრასტრუქტურის
განვითარებისთვის 180 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო მიმდინარე წელს გამოყოფილია 80
მილიონი ლარი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი