ხმების 84%-ის დათვლის შედეგად, ისრაელის არჩევნებში ბენიამინ ნეთანიაჰუ ლიდერობს
02-11-2022, 15:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სამშაბათს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს, იტყობინება მედია. ამჟამად ხმების 84% დათვლილია და ნეთანიაჰუს ბლოკს 120 ადგილიდან 65 აქვს მოპოვებული. „ჩვენ ახლოს ვართ დიდ გამარჯვებასთან“, - უთხრა მან თავის მხარდამჭერებს იერუსალიმში. ამგვარი შედეგი 73 წლის ნეთანიაჰუსთვის, რომელიც გასულ წელს, ქვეყნის სათავეში 12-წლიანი უწყვეტი ყოფნის შემდეგ ჩამოცილდა პრემიერ-მინისტრის პოსტს, დრამატული დაბრუნების საწინდარი იქნება უმაღლეს თანამდებობაზე.

 


მიუხედავად ამისა, იგი დამოკიდებული იქნება ულტრა-ნაციონალისტური რელიგიური სიონისტური პარტიის მხარდაჭერაზე, რომლის ლიდერებმაც, იტამარ ბენ-გვირიმ და ბეზალელ სმოტრიჩმა ცნობადობა ანტიარაბული რიტორიკის გამოყენებითა და „არალოიალური“ არაბი პოლიტიკოსების თუ მშვიდობიანი მოსახლეობის დეპორტაციის მომხრეობით მოიპოვეს.

 


ბენ-გვირი აწ განსვენებული, აშკარად რასისტი, ულტრა ნაციონალისტის, მეირ კაჰანეს მიმდევარი იყო, რომლის ორგანიზაცია შეერთებულმა შტატებმა ტერორისტულ ჯგუფად შეაფასა. თავად ბენ-გვირი რასიზმის წაქეზებისა და ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერისთვის გაასამართლეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი