რეზერვისტებმა და მოხალისეთა ჯგუფებმა კოორდინირებულ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა
03-11-2022, 10:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის 204-ე კადრირებული
ბატალიონის აქტიურ რეზერვში ჩართულმა სამხედრო მოსამსახურეებმა, „გენერალ გიორგი
მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონისა“ და საზოგადოებრივი ორგანიზაცია
„აისის“ წარმომადგენლებმა პირველად საბაზისო სამედიცინო სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა.

 

 

პირადმა შემადგენლობამ 2-დღიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლება გაიარა. სამედიცინო
სწავლება დასრულდა საჩვენებელი ღონისძიებით, რომელშიც ჩართული იყო სასწრაფო
სამედიცინო დახმარების მანქანა და ვერტმფრენი. სწავლება დაჭრილების ევაკუაციის
სიმულაციური სცენარის მიხედვით წარიმართა. სამედიცინო სწავლება აშშ-ის სამხედრო-
სამოქალაქო მხარდაჭერის ჯგუფის დახმარებით ჩატარდა.

 

 

რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია. რეზერვისტების ინტენსიური
საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღემდე პერიოდს მოიცავს და თანაბრად
ნაწილდება 12 თვეზე. მომზადების კურსის მთავარი მიზანია რეზერვისტებისთვის
ქვედანაყოფის საველე შეკრებებზე რეალური საბრძოლო უნარების შესწავლა. ტერიტორიული
რეზერვის გავლის პერიოდში რეზერვისტები უზრუნველყოფილნი არიან სოციალური და
სამართლებრივი დაცვით. სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის
დასრულების შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილად ეთვლებათ.

 


ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან თბილისის, მცხეთის, კახეთის, იმერეთის, სამეგრელოს,
აჭარის, გურიის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები საქართველოს
მოქალაქეები 18 - დან 51 წლის ჩათვლით, მათ შორის სტუდენტები, 18-დან 22 წლის ჩათვლით.
ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ. მათი
ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20% შეადგენს, ხოლო ქვედანაყოფში
ყოფნისას ისინი ხელფასს სრულად აიღებენ. რეზერვში ჩარიცხული რეზერვისტის მინიმალური
წლიური ანაზღაურება 2700 ლარს შეადგენს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი