საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს 38 მილიონი დოლარის რესურსს გამოუყოფს
07-11-2022, 14:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს ხელისუფლებას და სსფ-ს მისიას შორის მიღწეულია შეთანხმება საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის (Stand-By Arrangement) პირველი მიმოხილვის დასრულების თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო სავალუტო ფონდი ავრცელებს.

 


მათივე ცნობით, 2022 წელს თვალნათელი იყო საქართველოს ეკონომიკის სიძლიერე, რადგანაც, დღეის მდგომარეობით, უკრაინაში ომის უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე ადრე მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა.

 


საერთაშორისო სავალუტო ფონდი​ს ინფორმაციით, პანდემიიდან სწრაფი აღდგენის შემდგომ, საქართველოში იმატა ტურიზმიდან შემოსავლებმა, ომით გამოწვეულმა იმიგრაციამ და ფინანსური ნაკადების შემოდინებამ, ასევე საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობამ.

 


საერთაშორისო სავალუტო ფონდში აცხადებენ, რომ მაღალი გაურკვევლობის პირობებში, ინფლაციის შემცირების გონივრული პოლიტიკა, ფისკალური და სავალუტო ბუფერების გაძლიერება და სტრუქტურული რეფორმების წინ წაწევა განამტკიცებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და გააძლიერებს ეკონომიკის მდგრადობას.

 


26 ოქტომბრიდან-7 ნოემბრამდე სსფ-ს მისია ჯეიმს ჯონის ხელმძღვანელობით საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა. ფონდის მისიის ხელმძღვანელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს 38 მილიონი დოლარის რესურსს გამოუყოფს.

 


მისივე თქმით, საქართველომ დააკმაყოფილა ყველა ის ძირითადი პირობა, რომელიც პროგრამის ფარგლებში იყო გათვალისწინებული.

 


„პროდუქტიული განხილვების შედეგად, საქართველოს ხელისუფლება და სსფ-ს მისია, საქართველოში სსფ-ს მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულებაზე შეთანხმდნენ, ტექნიკურ დონეზე, ეს შეთანხმება სსფ-ს ხელმძღვანელობის დასტურის შემდეგ, სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს განსახილველად ამა წლის დეკემბერში წარედგინება. ამ მიმოხილვის დასრულების შემდეგ საქართველოსთვის 30 მილიონი SDR (დაახლოებით 38 მილიონი აშშ დოლარი) ხდება ხელმისაწვდომი.

 


2022 წელს თვალნათელი იყო საქართველოს ეკონომიკის სიძლიერე, რადგანაც, დღეის მდგომარეობით, უკრაინაში ომის უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე ადრე მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა. პანდემიიდან სწრაფი აღდგენის შემდგომ, ტურიზმიდან მზარდმა შემოსავლებმა, ომით გამოწვეული იმიგრაციისა და ფინანსური ნაკადების შემოდინების ზრდამ, ასევე საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის ზრდამ ქვეყნის ეკონომიკის ზრდასა და ფისკალური შემოსავლების მატება განაპირობა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და ლარი გააძლიერა და სავალუტო რეზერვების დაგროვებას ხელი შეუწყო. დაკრედიტების ზრდა შენელდა, თუმცა ინფლაცია კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება, სასაქონლო ჯგუფებზე ჯერ კიდევ მაღალი ფასებისა და ძლიერი შიდა მოთხოვნის გამო“,- აღნიშნა ჯეიმს ჯონმა.

 


მისივე თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკის სწრაფმა და შესაბამისმა ქმედებამ ომის ფინანსურ სექტორზე გავლენის შეზღუდვას ხელი შეუწყო, მათ შორის ბანკებს შესაბამისი სანქციების დაცვა მოეთხოვათ.

 


„2022 წელს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 10 პროცენტია; ხოლო წლის ბოლოს წლიური ინფლაცია 10.5 პროცენტი იქნება. 2023 წლიდან ეკონომიკის ზრდის ტემპის და ინფლაციის შენელებას ველით, საგარეო შემოდინების შემცირების, გლობალური ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის გაუარესების, შემცირებული ფისკალური დეფიციტის და საკმარისად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ფონზე. საშუალოვადიან პერიოდში, ეკონომიკის ზრდა მის პოტენციურ მაჩვენებელს, დაახლოებით ხუთ პროცენტს, დაუახლოვდება ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების და პროდუქტიულობის გაზრდაზე მიმართული სტრუქტურული რეფორმები დახმარებით. პროგნოზის მიხედვით, საშუალო ინფლაცია სებ-ის სამიზნე, სამპროცენტიან, მაჩვენებლამდე 2024 წელს შემცირდება.

 


პირველი მიმოხილვის დასრულებისთვის საჭირო ყველა რაოდენობრივი კრიტერიუმი: ინფლაციის, ფისკალური და საერთაშორისო რეზერვების მაჩვენებლების ჩათვლით, დაკმაყოფილებულია. ხელისუფლების მიერ გატარებული სტრუქტურული რეფორმები მოიცავს საგადასახადო პოლიტიკასა და ადმინისტრირებას, ფინანსურ ზედამხედველობას, სახელმწიფო ინვესტიციების მართვას და კლიმატთან დაკავშირებული ფინანსური რისკების შეფასებას, ხელისუფლებამ ახლახან გამოაცხადა განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის ისეთი სქემა, რომელიც, თავის მხრივ, ფისკალურ რისკებს შეზღუდავს. ასევე პროგრესია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების მმართველობის რეფორმის მიმართულებით. გლობალური ეკონომიკური და ფინანსური განვითარების გარშემო არსებული მაღალი გაურკვევლობის ფონზე, ეკონომიკური პოლიტიკა მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა და სტრუქტურულ რეფორმებზე მტკიცედ ორიენტირებული უნდა დარჩეს.

 


ჩვენ მივესალმებით ხელისუფლების მუდმივ ერთგულებას ინფლაციის თარგეთირების ჩარჩოს, მცურავი გაცვლითი კურსისა და რეზერვების გონივრული მართვის მიმართ. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაცვლითი კურსის მოქნილობა სათანადოდ შეინარჩუნა და საერთაშორისო რეზერვები დააგროვა, ისარგებლა რა მიმდინარე წელს საგარეო შემოდინებების მატებით შექმნილი ხელსაყრელი პირობებით და სავალუტო ინტერვენციები ცენტრალური ბანკების სტანდარტული ინტერვენციების ინსტრუმენტებით გააგრძელა. ინფლაციის დაღმავალი ტრენდის შესანარჩუნებლად აუცილებელია საკმოდ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება.

 


ფისკალური პოლიტიკა მართებულად იყო ორიენტირებული ბუფერების შექმნაზე და რისკების მართვაზე. ხელისუფლება გადაჭარბებით მიღებული შემოსავლების ნაწილს ზოგავს და 2022 წელს ბიუჯეტის უფრო დაბალ დეფიციტს მიაღწევს, ვიდრე სსფ-ს მიერ მხრდაჭერილი პროგრამის დაწყებისას, ამა 3 წლის ივნისში იყო ნავარაუდევი. ხელისუფლება მზადაა შემდგომი ფისკალური წესრიგისთვის რათა 2023 წელს ფისკალური წესის მოთხოვნები შესრულდეს. შემოსავლების მობილიზაციისა და სახელმწიფო ინვესტიციების მართვის მიმართულებით უწყვეტი პროგრესი ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურისა და განათლების პრიორიტეტების მხარდაჭერას და ხარჯვის ხარისხისა და ეფექტურობის გაუმჯობესებას. ხელისუფლების ყოვლისმომცველი სტრუქტურული რეფორმის დღის წესრიგის განხორციელება ეკონომიკის ზრდას გააძლიერებს და მის სარგებელს გააფართოებს. შრომის ბაზარზე უნარების შეუსაბამობის აღმოფხვრა, განათლებისა და ტრენინგის ხარისხის გაუმჯობესება, სოციალური დაცვის გაძლიერება და რეგიონული კავშირის გაღრმავება უმუშევრობის შემცირებას, კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ინკლუზიურობას ხელს შეუწყობს. სსფ-ის გუნდი მადლობას უხდის ხელისუფლებას, საერთაშორისო პარტნიორებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს ღია და კონსტრუქციული დისკუსიებისთვის“,- განაცხადა სსფ-ს მისიის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ჯონმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი