თბილისში პოლიციელებზე თავდასხმის, ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
08-11-2022, 11:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.ქ. თბილისში დააკავეს.

 

 

მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო დათესვა-მოყვანა, მცენარე კანაფის უკანონო შენახვა, ასევე, პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმაში.

 

 

დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 


სამართალდამცველებმა ახმეტაში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში, ეზოსა და ეზოში არსებულ სათავსოებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს: ერთლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფი, ცეცხლსასროლი პისტოლეტის მჭიდი, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 7 ვაზნა, გამომშრალი "მარიხუანა" და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი.

 


პოლიციამ მიმალვაში მყოფი ი.ქ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავა. ბრალდებულმა დაკავებისას დანის გამოყენებით სცადა პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმა, რაც სამართალდამცველებმა აღკვეთეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად.

 


ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო დათესვა-მოყვანის, მცენარე კანაფის უკანონო შენახვის, ასევე, პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 265-ე, 273-ე პრიმა და 353-ე პრიმა მუხლების 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს.

 

 

ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი