ირაკლი ღარიბაშვილი: კლიმატის ცვლილება ჩვენი თაობის გამოწვევად იქცა და სახელმწიფოთა ლიდერები პასუხისმგებელი ვართ, რომ გამოსავალი ვიპოვოთ
08-11-2022, 16:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, ძვირფასო მეგობრებო, პატივი მაქვს, მოგმართოთ ჩემი ქვეყნის, საქართველოს, სახელით და მადლობა გადავუხადო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის პრეზიდენტს ლიდერობისთვის, მასპინძლობისა და ამ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებაში გაწეული დაუღალავი ძალისხმევისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შარმ-ელ შეიხში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 27-ე კონფერენციაზე კლიმატის ცვლილების შესახებ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კლიმატის ცვლილება თაობის გამოწვევად იქცა და საჭიროა სწრაფი და შედეგზე ორიენტირებული მოქმედებები.

 

„ძვირფასო კოლეგებო, კლიმატის ცვლილება ჩვენი თაობის გამოწვევად იქცა და ჩვენ, სახელმწიფოთა ლიდერები, პასუხისმგებელი ვართ იმისათვის, რომ გამოსავალი ვიპოვოთ კაცობრიობისა და ჩვენი მომავალი თაობებისთვის. საუბრის დრო აღარ დარჩა, რადგან სწრაფი და შედეგზე ორიენტირებული ქმედებები გვჭირდება.


ამ სულისკვეთებით, საქართველო განიხილავს პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების საკითხს და აქვს 2025 წელს ეროვნულ დონეზე გაწერილი წვლილის გაზრდის ამბიცია. საქართველომ კლიმატის ცვლილების მეტად ყოვლისმომცველი სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა 2030 წლისთვის, იმისათვის, რომ მოხდეს კლიმატის ცვლილების ამბიციური დღის წესრიგის შემდგომი ხელშეწყობა და შედეგების შერბილება. გარდა ამისა, გრძელვადიანი და დაბალი ემისიის სტრატეგიით, საქართველო მიზნად ისახავს ერთიანი ეროვნული ძალისხმევითა და საერთაშორისო მხარდაჭერით 2050 წლისთვის მიაღწიოს ნახშირბადისადმი ნეიტრალური ქვეყნის სტატუსს,“- აღნიშნა პრემიერმა.

 

მისი თქმით, საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ენერგოსისტემა აქვს. მისი 85% განახლებადი წყაროებიდან მომდინარეობს და ამ წილის შემდგომი გაზრდა ჩემი ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტია.

 

მთავრობის მეთაურის თქმითვე, გარდა ამისა, საქართველო განაგრძობს ისეთი არატრადიციული, განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებასა და მხარდაჭერას, როგორიცაა მზის, ქარის, წყლის, გეოთერმული და მდგრადი ენერგიის სხვა წყაროები და საშუალებები.

 

„განვაგრძობთ ისეთი არატრადიციული, განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებასა და მხარდაჭერას, როგორიცაა მზის, ქარის, წყლის, გეოთერმული და მდგრადი ენერგიის სხვა საშუალებები. დარწმუნებული ვარ, რომ შარმ ელ-შეიხში ჩვენი მოლაპარაკებების შედეგი ქვეყნების მდგრადობის გაზრდის მტკიცე ჩარჩოს შემუშავება გახდება. თუმცა, ეს ძალისხმევა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ქმედითი, თუ განვითარებადი ქვეყნების პერსპექტივებისა და კონტექსტის გათვალისწინება ყველა რეგიონში მოხდება,“- აღნიშნა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი