ილია დარჩიაშვილი: პრემიერის მიმართვაში საუბარი იყო საქართველოს პოტენციალზე, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ქვეყანაში განახლებადი ენერგიების ათვისება
08-11-2022, 17:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მსოფლიოში არსებული უამრავი სირთულის ფონზე, კლიმატის ცვლილება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და ურთულეს გამოწვევას. გაეროს კლიმატის ცვლილების სამიტი, სწორედ არის ადგილი, სადაც მსოფლიო ლიდერები საუბრობენ, თუ როგორ უნდა მოხდეს კლიმატის ცვლილების ეფექტურად გამკლავება. შესაბამისად, როგორც ცნობილია, ეგვიპტეში საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მონაწილეობდა აღნიშნულ სამიტში. დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიმართა აუდიტორიას და ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც ეხება კლიმატის ცვლილებას და რომელიც ჩანს საქართველოს პრიზმიდან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, მთავრობის მეთაურის მიმართვაში საუბარი იყო, საქართველოს პოტენციალზე, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ქვეყანაში განახლებადი ენერგიების ათვისება, რაც წარმოადგენს ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ მიმართულებას.

 

„პრემიერის მიმართვაში, ასევე, საუბარი იყო საქართველოს პოტენციალზე, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ქვეყანაში განახლებადი ენერგიების ათვისება, რაც წარმოადგენს ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ მიმართულებას. დღევანდელი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ასევე მიიღო მონაწილეობა მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიებში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ეგვიპტის პრეზიდენტი, თანათავმჯდომარეობდა ასევე გერმანიის კანცლერი, ესწრებოდნენ ევროპის ქვეყნების ლიდერები და ასევე სხვადასხვა, ევროპის გარეთ არსებული ქვეყნების ლიდერები, ესწრებოდა ევროკომისიის პრეზიდენტი. აღნიშნული მრგვალი მაგიდის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე საუბრობდა საქართველოს შესაძლებლობებზე, იმ პოლიტიკაზე, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ეფექტურად კლიმატის ცვლილებას, ქვეყანაში არსებულ განახლებადი ენერგიების პოტენციალზე და იმ პროექტებზე, რომელსაც საქართველო ახორციელებს, ან გეგმავს მომავალში, იმისთვის, რომ საქართველო ენერგეტიკულად კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპას და განხორციელდეს ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც დაგეგმილია ჩვენს ქვეყანაში,“- აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი