მარნეულის სოფელ ბეითარაბჩის აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი დოლახან ალიევი: ბავშვებს კვირაში 5 საათი უტარდებათ ქართულის გაკვეთილები და შედეგიც სახეზეა
10-11-2022, 10:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეითარაბჩის აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორის, დოლახან ალიევის განცხადებით, სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებას დიდი ყურადღება ექცევა და ბავშვები უკვე კარგად ახერხებენ სახელმწიფო ენაზე საუბარს.

 

 

„44 წელია ამ სკოლაში ვასწავლი მათემატიკას, 18 წელია, რაც დირექტორი ვარ. კომუნისტების დროს კვირაში მხოლოდ 1 საათი ეთმობოდა ქართულ ენას და ამიტომაც, მე და ჩემი თაობის ადამიანებმა სამწუხაროდ, ძალიან ცუდად ვიცით სახელმწიფო ენა. ახლა, თავადაც მოგეხსენებათ, რომ მდგომარეობა სრულიად არის შეცვლილი. ბავშვებს კვირაში 5 საათი უტარდებათ ქართულის გაკვეთილები და შედეგიც სახეზეა. სკოლის დამთავრების შემდეგ, ახალგაზრდები უმაღლესი განათლების მისაღებად ძირითადად თბილისში მიდიან. ეს ყველაფერი, ძალიან მახარებს. 85 მოსწავლე გვყავს და 18 მასწავლებელი, მათგან 4 უფროსი მასწავლებელია, სხვები წამყვანები არიან.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეითარაბჩის საჯარო სკოლის დირექტორი დოლახან ალიევი 


„მისასალმებელია, რომ წელს პირველად ჩატარდა გამოცდები აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისთვის და მათ სტატუსის ამაღლების საშუალება მიეცათ. საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ მთავრობა და განათლების სამინისტრო დიდ ყურადღებას იჩენს ჩვენი რეგიონის მოსახლეობის, აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მიმართ. ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ საქართველოს ხელისუფლების“, განუცხადა GUARDIAN.GE-ის დოლახან ალიევმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი