რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს
12-11-2022, 10:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

რეკრუტთა მესამე საწვრთნელი ასეულის პირადმა შემადგენლობამ ღვთისა და ერის წინაშე
სამხედრო ფიცი ახალქალაქში, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო
მომზადების ცენტრში დადო (BCT). რეკრუტებმა ჯარისკაცის მრწამსიც წაიკითხეს და
საქართველოს თავდაცვის ძალებს შეურთდნენ.სამხედრო მოსამსახურეებს ფიცის დადების

მნიშვნელოვანი დღე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის
ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ მიულოცეს, წარმატებები
უსურვეს და ცენტრის ხელმძღვანელობასა და ინსტრუქტორებს რეკრუტების მომზადებისთვის
მადლობა გადაუხადეს. ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა საწყისი საბრძოლო მომზადების
ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემაც.

 

ფიცის დადებამდე რეკრუტებმა ათკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადება გაიარეს, რომლის
განმავლობაში ტაქტიკურ, სამწყობრო, საცეცხლე, სამედიცინო, კავშირგაბმულობის
მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და საჯარისო წესდებები შეისწავლეს.
დღეიდან ისინი თავდაცვის ძალების სხვადასხვა სარდლობის ქვედანაყოფებში
გადანაწილდებიან.

 

ფიცის დადების ცერემონიას თავდაცვის ძალებისა და ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლები, ჯარისკაცების ოჯახის წევრები და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სამი
საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები დაესწრნენ. მოგვიანებით მოსწავლეებისთის ღია
კარის დღეც მოეწყო. ბავშვებს სამხედრო მოსამსახურეებმა უმასპინძლეს, ბაზის
ინფრასტრუქტურა, გამოფენილი ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერებინეს და სხვადასხვა
აქტივობა ერთობლივად შეასრულეს. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეები სასადილოსაც
ესტუმრნენ, სადაც „ჯარისკაცის ულუფა“ დააგემოვნეს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი