სამხედროები სურამის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ
12-11-2022, 10:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თავდაცვის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი
პროექტი „ჩვენი ჯარი“ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. თავდაცვის ძალების შესახებ
ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს
დედაქალაქისა და რეგიონების საჯარო სკოლებში ვიზიტსა და მოსწავლეებთან შეხვედრას
აგრძელებენ. პროექტის ფარგლებში საჯარო სკოლებს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის
ძალების ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები სტუმრობენ.

 

დაბა სურამის N3 საჯარო სკოლაში პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებთან
ერთად, თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი
გიორგი ბლიაძე იმყოფებოდა. მაღალი კლასების მოსწავლეებთან შეხვედრაზე, მან
საქართველოს თავდაცვის ძალების ამოცანებსა და პრიორიტეტებზე, ჩვენი ქვეყნის წინაშე
არსებულ გამოწვევებზე, პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მოსწავლეებს თემატური
ვიდეორგოლებითა და ფოტომასალით დატვირთული პრეზენტაციების ნახვისა და
ჯარისკაცებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების მიღების, ასევე საკუთარი
ინტერპრეტაციებისა და მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობაც ჰქონდათ.

 

2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 1301 სკოლაში ვიზიტია
დაგეგმილი.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი