ჯუანშერ ბურჭულაძე: „ვგეგმავთ, კიდევ უფრო გავზარდოთ წარმადობა და შემდეგი პრიორიტეტი გახდება კომერციალიზაცია“
14-11-2022, 14:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის გადაცემაში „ბიზნესი
რუსთავი 2-ზე“, ეროვნულ სამხედრო მრწეველობაზე საუბრისას, ყურადღება ჯავშანტექნიკისა
და ჯავშანჟილეტების წარმოებაზე გაამახვილა. მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს
თავდაცვის ძალებს უკვე გადაეცა ქართული, სსსტც „დელტას“ წარმოების სხვადასხვა
დანიშნულებისა და ტიპის ჯავშანმანქანები, უახლოეს მომავალში კი, თავდაცვის ძალები რვა
ერთეული სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანით აღიჭურვება: „2008 წელს შეიქმნა
„დიდგორის“ ტიპის მანქანები და არცერთი ავტომანქანა არ ჰქონია მიღებული თავდაცვის
ძალებს. მსხვილი მიღება თავდაცვის ძალებში 2019 წელს მოხდა, მას შემდეგ ჩვენ
გავაგრძელეთ ეს პროცესი. დავეწიეთ სხვადასხვა ჩამორჩენას, რაც 2019 წლიდან ჰქონდა ჩვენს
საწარმოებს; პრობლემა, პრინციპში აღმოფხვრილია, თუმცა ვგეგმავთ, რომ გავაფართოვოთ
სხვადასხვა მიმართულება, პროცესი გაგრძელდება“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ და
განაცხადა, რომ ეროვნული სამხედრო წარმოების საქმეში, თავდაცვის უწყების მომდევნო
პრიორიტეტი ქართული პროდუქციის კომერციალიზაცია იქნება.

 


თავდაცვის მინისტრმა გადაცემაში ადგილობრივი ჯავშანჟილეტებისა და ჯავშანჩაფხუტების
წარმოებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს პროცესიც განგრძობითია და ხარისხის
გაუმჯობესებასა და წარმოების გაფართოებაზეა ორიენტირებული: „რაც შეეხება შეჯავშნულ
მანქანებს, იყო რამდენიმე დეფექტი, რომელიც გამოვასწორეთ, კიდევ უფრო დავხვეწეთ,
შევამსუბუქეთ, რომ უფრო ხარისხიანი და მარტივი იყოს ოპერირება. ჯავშანჩაფხუტებისა და
ჟილეტების მიმართულებით ჩვენ ტექნოლოგია შევცვალეთ და უფრო გავაუმჯობესეთ“.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი