„წელს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 95%-იანი შედეგით იმუშავა, რაც დადებითად აისახა წლევანდელ უხვმოსავლიან რთველზე კახეთში“ - თავდაცვის მინისტრი
14-11-2022, 14:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის
გადაცემაში „ბიზნესი“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მაღალეფექტიანობაზე ისაუბრა, რაც
დადებითად აისახა წლევანდელ უხვმოსავლიან რთველზე კახეთში. „წელს კახეთში სეტყვის
277 სარისკო ზონა დაფიქსირდა და 95% - იანი შედეგით იმუშავა ჩვენმა სეტყვის
საწინააღმდეგო სისტემამ, რომელიც არის სრულად განახლებული. გვქონდა არნახული შედეგი,
ფაქტობრივად ზიანი არ მიგვიღია“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 


მინისტრმა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის
მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა კვლავ გაგრძელდება. „ეს
სისტემა კიდევ უფრო დაიხვეწება და გაუმჯობესდება, ჩვენ ვგეგმავთ სისტემების
გაფართოებას. არის სხვადასხვა მოტივები, რის გამოც ჩვენ არ შეგვიძლია ამ სისტემების
ქალაქების თავზე გამოყენება, არ შეგვიძლია საფრენ მონაკვეთებში სისტემების გამოყენება და
სხვა, თუმცა, ის შედეგი, რაც ჩვენ წელს მივიღეთ, იყო იდეალური და ვეცდებით, რომ ყოველ
წელს გვქონდეს ანალოგიური შედეგი“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი