„2023 წლის დასაწყისში ჩვენ დავდებთ რამდენიმე მსხვილ შესყიდვის ხელშეკრულებას ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან“- ჯუანშერ ბურჭულაძე
14-11-2022, 14:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის სექტორის განვითარებასა და მასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ
საქმიანობაზე თავდაცვის მინისტრმა გადაცემაში „ბიზნესი“ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ მომავალ წელს თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდასა და მის მთავარ
პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან განაცხადა, 2023 წლის ბიუჯეტის
მთავარი მიმართულებები სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურების ზრდა და შეიარაღების
შესყიდვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმება იქნება. მისივე
თქმით, მომავალ წელს თავდაცვის უწყება 25%-ით გაზრდილ ბიუჯეტს მიიღებს; ეს ბიუჯეტი
არის დივერსიფიცირებული ასევე, ხარჯვით ნაწილშიც.

 

 

ჯუანშერ ბურჭულაძემ პრემიერ-მინისტრის დაპირება კიდევ ერთხელ აღნიშნა და
მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა: „თქვენ ნახეთ პრემიერის დაპირება, რომ იანვრიდან
ანაზღაურება 20 პროცენტით გაიზრდება. 2024 წლის იანვრიდან სამხედრო მოსამსახურეების
ანაზღაურება კიდევ 20 პროცენტით გაიზრდება. ეს გაგვიყვანს იმ შედეგზე, რა მიზანსაც ჩვენ
ვისახავთ. აქაც ვიქნებით ძალიან პრინციპულები. მადლობა მინდა, გადავუხადო პრემიერს
დიდი მხარდაჭერისთვის ყველა მიმართულებით“.

 


მომავალი წლის ბიუჯეტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად თავდაცვის მინისტრმა
შეიარაღების შესყიდვა დაასახელა და აღნიშნა, რომ 2023 წლის დასაწყისში შეიარაღების
შესყიდვასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები დაიდება.
„შესყიდვების ბიუროკრატიული ნაწილი უკვე თითქმის დასრულებულია. მიუხედავად იმისა,
რომ დღეს ძალიან რთულია, მარტივად აღარ არის ხელმისაწვდომი შეიარაღება არც ევროპაში და
მთელს მსოფლიოში, ჩვენ მაინც მოვახერხეთ და ეს პროცესი გავიარეთ. 2023 წლის დასაწყისში
ჩვენ დავდებთ რამდენიმე მსხვილ შესყიდვის ხელშეკრულებას ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან“, -
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

 


ჯუანშერ ბურჭულაძემ ბიუჯეტის კონტექსტში მიმდინარე წელიც მიმოიხილა და განმარტა, რომ
ასიგნება თავდაცვის უწყებას ბოლო კვარტალში გაეზარდა 90 მილიონით, რომლიდანაც 10
მილიონი სესხის ეკონომიის შემცირებით მოხდა და შესაბამისად, ასიგნებაში დაემატა. „წელს
ჩვენ ამ ბიუჯეტით კიდევ მოვამატეთ ანაზღაურება, კიდევ უფრო მეტი ხელშეკრულების
დადების საშუალება მოგვეცა. ხელფასები წელს გავზარდეთ 20-დან 25 პროცენტამდე სამხედრო
მოსამსახურეებისთვის“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი