ლაშა ხუციშვილი: დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნების რეფორმის შედეგად, 10 თვის მონაცემებით, ბიზნესს უკვე დაუბრუნდა 1,8 მილიარდი ლარი
14-11-2022, 17:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნების რეფორმა - ეს არის ერთ-ერთი ძალიან წარმატებული რეფორმა, რომელიც საგადასახადო მიმართულებით განვახორციელეთ და რომელსაც ძალიან კარგი შედეგები აქვს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

 


მისი თქმით, მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, ბიზნესს უკვე დაუბრუნდა 1,8 მილიარდი ლარი.

 


„ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ დაანონსებული გვქონდა, რომ წლის განმავლობაში დავაბრუნებდით ორ მილიარდ ლარზე მეტს. ამ სტატისტიკით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლიური დაბრუნება იქნება, დაახლოებით, 2,2 მილიარდი ლარის ფარგლებში. ეს, ძირითადად, არიან საწარმოები, რომლებიც დებენ ინვესტიციებს საქართველოში, ასევე, კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ საქონლისა თუ მომსახურების ექსპორტს საქართველოდან. ჩვენ თუ ავიღებთ რეფორმამდე არსებულ პერიოდს, სანამ გადავიდოდით ავტომატური დაბრუნების სისტემაზე, დღგ-ის წლიური დაბრუნება იყო, საშუალოდ, 150-180 მილიონი ლარის ფარგლებში. ასე რომ, წლევანდელი 10 თვის მონაცემები, რეფორმამდე არსებული პერიოდის 10 წლის მონაცემზეც მეტია. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი ძალიან წარმატებული რეფორმა საგადასახადო მიმართულებით, რომელიც განვახორციელეთ და რომელიც ძალიან კარგად მუშაობს და ძალიან კარგი შედეგები აქვს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი