საქართველოს თავდაცვის ძალებში მომსახურე ქალი სამხედროების მონაწილეობით „ქალები საქართველოს სამსახურში“ ბროშურის პრეზენტაცია გაიმართა
18-11-2022, 10:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან
მიმართულებას თავდაცვის ძალებში ქალების ჩართულობის გაზრდა, მათი მხარდაჭერა და
კარიერული წინსვლა წარმოადგენს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან აქტიური
თანამშრომლობითა და პარტნიორობით გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ბროშურა „ქალები
საქართველოს სამსახურში“ მოამზადა.

 

 

ბროშურის პრეზენტაცია თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა. ბროშურაში
საქართველოს თავდაცვის ძალების 13 სამხედრო მოსამსახურე ქალის ბიოგრაფიული
ისტორიები, მათი გამბედაობის, სიმამაცის, ბრძოლისა და თავდადების ამბებია მოთხრობილი და
გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქალებს საქართველოს თავდაცვის
ძალების განვითარების საქმეში.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე,
გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი კაორი იშიკავა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის
ხელმძღვანელი საქართველოში ალექსანდრე ვინიკოვი. მათ თავდაცვის ძალების განვითარებაში,
მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში ქალი სამხედროების როლსა და
უპირატესობებზე ისაუბრეს. ღონისძიების მეორე ნაწილში კი, მომხსენებლებმა თავდაცვის
სექტორში ქალთა ჩართულობის საუკეთესო პრაქტიკასა და ფუნქციონირებაზე ერთმანეთს
მოსაზრებები გაუზიარეს.

 


ღონისძიებაში ბროშურაში წარმოდგენილი ქალი სამხედრო მოსამსახურეებიც მონაწილეობდნენ.
მათ სტუმრებთან თავდაცვის ძალებში მსახურის, ამოცანების, გამოწვევებისა და ქალისთვის
სამხედრო ფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საქართველოს
სამსახურში მყოფი ქალების ამსახველი ფოტოგამოფენაც.

 


საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი
ღონისძიება „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი
განხორციელებისთვის საქართველოში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც
გაერთიანებული სამეფოს კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერ
დაფინანსდა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი