ჯუანშერ ბურჭულაძემ ბულგარელ კოლეგასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა
18-11-2022, 14:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბულგარეთის დედაქალაქში გამართული სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის (SEDM) ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებს შეხვდა. ბულგარეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან დიმიტარ სტოიანოვთან ორმხრივ შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარემო მიმოიხილა და კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 


რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება ერთიანი დასავლური პოლიტიკის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე გაამახვილა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ძალისხმევას არ იშურებს შეინარჩუნოს მშვიდობა, გახდეს ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრი, ამავე დროს კი, აქტიურად მუშაობს თავდაცვისუნარიანობის, მედეგობისა და წინააღმდეგობის შესაძლებლობების გაძლიერებაზე. მხარეებმა ნატოს მადრიდის სამიტის შედეგებსა და ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზეც იმსჯელეს, სადაც სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება შავ ზღვასა და მოკავშირეების ვალდებულებას, გააძლიერონ ერთობლივი ძალისხმევა.

 

 

ორმხრივ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) ბულგარელი დამკვირვებლების ჩართულობაზე, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციაში ბულგარელი ექსპერტების მონაწილეობაზე. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. აღინიშნა, რომ ბულგარეთი საქართველოს სანდო და ერთგული პარტნიორია. ამ კუთხით ჯუანშერ ბურჭულაძემ მზადყოფნა გამოთქვა, კიდევ უფრო გააქტიუროს მუშაობა ბულგარეთის რესპუბლიკასთან, რათა თავდაცვის სფეროში ქვეყნებს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო განვითარდეს, რაც ევროპაში ახალი გამოწვევების ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი