ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდის საჯარო სკოლის აღსადგენად 4.1 მილიონი ლარი იხარჯება
18-11-2022, 17:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდის 350 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს.

 


პროექტის მიხედვით, სკოლაში მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

 


ფონდმა სკოლის შენობის რეაბილიტაცია 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო. სამუშაოების პროცესში გამოვლინდა შენობის მდგრადობასთან დაკავშირებით დამატებითი კვლევების ჩატარების აუცილებლობა, რამაც, ბუნებრივია, შეცვალა პროექტის განხორციელების ვადები.

 


„მას შემდეგ, რაც შენობის რეაბილიტაცია დავიწყეთ, დავინახეთ გარკვეული საფრთხე შენობის მდგრადობასთან დაკავშირებით. ფონდმა დაუყონებლივ დაიწყო შენობის შესწავლა და დადგინდა, რომ შენობა დამატებით გამაგრებას, ეგრეთ წოდებულ შეჯავშნას საჭიროებდა. როგორც მოგეხსენებათ, სოფელი გორდი მეწყრულ ზონაში მდებარეობს და ამიტომ, განსაკუთრებული სიფრთხილით ვუდგებით ამ პროექტს. შესაბამისად, ფონდმა შემსრულებელ კომპანიას დამატებით საინჟინრო-გეოლოგიური და შენობის მდგრადობის კვლევა დაავალა. კვლევის შედეგებს ველოდებით მომავალი კვირის ბოლოს და იმის მიხედვით დაიგეგმება სამუშაოების შემდეგი ეტაპები. ჩვენთვის ბავშვების უსაფრთხოება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნაჩქარევად, მარტო ვადის გამო დასრულებული სამუშაოები“, ამის შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგრამის ხელმძღვანელმა თამარ ქარდავამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად, სამუშაოების შესრულების პროცესის გაცნობისას განაცხადა.

 


მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლის განმარტებით, სამშენებლო კომპანიის წინაშე ფონდს არანაირი ფინანსური დავალიანება არ აქვს. ფონდის ყველა შესრულებული სამუშაოს სერთიფიკატი ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე. მისი განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში, ფონდი მზად არის, ხელშეკრულების შესაბამისად, გაზარდოს სახელშეკრულებო ღირებულება.

 


„ჩვენი მიზანია და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ 2023 წლის სექტემბერში სასწავლო წელი დაიწყოს რეაბილიტირებულ საჯარო სკოლაში”- განაცხადა ქარდავამ.

 


გორდის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი სახელმწიფო ბუჯეტიდან 4.1 მილიონი ლარით ფინანსდება.

 


ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი