GUARDIAN.GE-ის ფოტო შემთხვევის ადგილიდან
მარნეული-თელეთი-თბილისის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 23 წლის გოგო დაიღუპა.
ადგილობრივების განცხადებით, გოგო გზაზე გადადიოდა რა დროსაც სწრაფი სიჩქარით მოძრავი "ოპელის" მარკის ავტომანქანა შეეჯახა. გოგო ადგილზევე დაიღუპა. სამართალდამცველებმა ავტომანქანის მძღოლი დააკავეს.
უბედური შემთხვევის ადგილზე პოლიციელების დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული. თელეთი-თბილისის საავტომობილო გზაზე დიდი საცობი იყო შექმნილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.