ლელა ჩიქოვანმა საერთაშორისო ფორუმში - „ქალი ლიდერები უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში” მონაწილეობა მიიღო
25-11-2022, 18:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თავდაცვის მინისტერიალის (SEDM) ფარგლებში
რუმინეთის დედაქალაქში საერთაშორისო ფორუმი - „ქალი ლიდერები უსაფრთხოებისა და
თავდაცვის სფეროში“ ჩატარდა. ბუქარესტში გამართულ საერთაშორისო ფორუმში
საქართველოს მხრიდან თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი
მონაწილეობდა.

 


კონფერენციის ფარგლებში ლელა ჩიქოვანი პანელზე „ეროვნული პერსპექტივები და
წარმატების ისტორიები შავი ზღვის რეგიონში“ მოხსენებით წარდგა. სიტყვით გამოსვლისას მან
გენდერული თანასწორობის კუთხით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიღწევებზე
ისაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსა
და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ შედეგებზე. პანელის
ბოლოს ლელა ჩიქოვანმა აუდიტორიის მხრიდან დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა და რჩევები
მისცა ახალგაზრდა ქალბატონებს, რომლებიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში
კარიერას იწყებენ.

 


„ქალი ლიდერები უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში“ ფორუმს რუმინეთის თავდაცვის
სამინისტროს სახელმწიფო მდივანი თავდაცვის პოლიტიკის, დაგეგმვის და საერთაშორისო
ურთიერთობების მიმართულებით სიმონა ქოჯოქარუ უძღვებოდა. ფორუმზე მოწვეული იყვნენ
ნატოს, UNDP, OSCE, აშშ-ის, თურქეთის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები, ისევე როგორც
რუმინეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული უცხო ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფების
სამხედრო პერსონალი და რუმინეთის სამხედრო სასწავლებლების მსმენელები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი