ჩინეთში მკაცრი კოვიდ-რეგულაციების წინააღმდეგ პროტესტმა უდიდეს ქალაქებში გადაინაცვლა
28-11-2022, 10:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - ჩინეთში მკაცრი კოვიდ-რეგულაციების წინააღმდეგ პროტესტმა უდიდეს ქალაქებში გადაინაცვლა. დემონსტრანტები ქვეყნის დედაქალაქ პეკინსა და ფინანსურ ცენტრ შანხაიში შეიკრიბნენ და კოვიდ-შეზღუდვებისადმი ხელისუფლების ნულოვანი ტოლერანტობა გააპროტესტეს. ზოგიერთმა მათგანმა პრეზიდენტ სი ძინპინის გადადგომაც მოითხოვა.

 


შანხაიში, სადაც ორი დღეა პროტესტი გრძელდება, გზის გასწვრივ ლურჯი ბარიერების გრძელი რიგი განთავსდა. ხალხი გაბრაზებულია კოვიდ-რეგულაციებისადმი სი ძინპინის უმკაცრესი მიდგომით, რომელიც მოიცავს მასობრივ ტესტირებებს, კარანტინებსა და დაავადების გავრცელების კერების უსწრაფეს ჩაკეტვებს.

 


BBC-ის ცნობით, ბოლო არეულობები მოჰყვა საპროტესტო აქციას ჩრდილო-დასავლეთის ქალაქ ურუმჩიში, სადაც 10 ადამიანი დაიღუპა მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად. მომიტინგეები სამაშველო სამუშაოების შეფერხების მიზეზად ჩაკეტვის წესებს ასახელებდნენ, მაგრამ ხელისუფლება ამას უარყოფს.

 


ჩინეთში დაწესებულ უმკაცრეს რეგულაციებს კოვიდ შემთხვევების რეკორდული მატების მიუხედავად აპროტესტებენ. ხელისუფლების განცხადებით, ზედიზედ მე-5 დღეს, ყოველდღიური მაჩვენებელი 40 000-ის ფარგლებში მერყეობდა და ბოლოს ამ ნიშნულსაც გადააჭარბა. ათასობით ახალი შემთხვევა ვლინდება გუანჯოუსა და ჩონკინგის დიდ ქალაქებში.

 


როგორც BBC იუწყება, სახელმწიფო მედია - ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის რუპორი - საერთოდ არ ახსენებს, რომ ქვეყანაში საპროტესტო ტალღაა აგორებული.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი