ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ სლოვაკ კოლეგასთან თანამშრომლობის საკითხები ვიდეოკონფერენციის საშუალებით განიხილა
29-11-2022, 18:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თავდაცვის სფეროში საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის
საკითხები საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა
ირაკლი ჭიჭინაძემ სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის
მოადგილესთან, გენერალ-ლეიტენანტ ლუბომირ სვობოდასთან განიხილა. შეხვედრა
ვიდეოტელეკონფერენციით (VTC) წარიმართა.

 


ონლაინ ჩართვისას ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ სლოვაკ კოლეგას საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა
გადაუხადა და ნატოში გაწევრიანების მიმართულებით თავდაცვის ძალებში მიმდინარე
რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ამ კონტექსტში მან ყურადღება გაამახვილა ნატო-
საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში ნატო-საქართველოს წვრთნებისა და
შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC), თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა
(DIBS) და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის განვითარებისთვის სლოვაკეთის
რესპუბლიკის ფინანსურ მხარდაჭერაზე.

 


კოლეგებმა საქართველოში ჩატარებულ მრავალეროვნულ წვრთნებში ქართველი და სლოვაკი
სამხედროების ერთობლივ მონაწილეობაზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ეს წარმოადგენს
მოწინააღმდეგის შეკავების შესაძლებლობას, რაც დადებითად აისახება შავი ზღვის რეგიონის
სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე.

 


საუბარი შეეხო საქართველოსა და სლოვაკეთის თავდაცვის უწყებებს შორის არსებულ ორმხრივ
თანამშრომლობის გეგმას. კოლეგებმა იმედი გამოთქვეს, რომ სამომავლოდ ურთიერთობები
კიდევ უფრო გაფართოვდება. ამ კუთხით განსაკუთრებით აღინიშნა თანამშრომლობა
არტილერიის განვითარების მიმართულებით, ასევე „ნატოს სტანდარტის მიზანზე
ზემოქმედების პროცესის და ცეცხლის ეფექტებისა“ და „საცეცხლე მხარდაჭერის დაგეგმვა და
აღსრულების“ პროცესების შესწავლაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი