თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში ფოთის პირველ სკოლაში იმყოფებოდა
29-11-2022, 22:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს
ერთობლივი  პროექტი  „ჩვენი ჯარი“  საქართველოს მასშტაბით  წარმატებით  მიმდინარეობს.
 მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, მშობლიურ სკოლებს საქართველოს თავდაცვის
სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები სტუმრობენ და  მოსწავლეებს
საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი ქალაქ ფოთში,
თეოფანე დავითაიას სახელობის  N1 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა.

 

 

ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ მოსწავლეებს საქართველოს თავდაცვის ძალების
მიზნებსა და ამოცანებზე, სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობებსა და
პრივილეგიებზე, სამხედრო სამსახურის ფორმებზე, საერთაშორისო მისიებში საქართველოს
კონტრიბუციაზე მიაწოდა ინფორმაცია და მათ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.
დასავლეთის სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის   სპიკერმა სამხედროებმა   მოსწავლეებს
თავდაცვის ძალების საქმიანობის ამსახველი ვიდეორგოლებითა და ფოტომასალით
დატვირთული პრეზენტაციები წარუდგინეს.

 


მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში დასავლეთის, აღმოსავლეთის, წვრთნებისა და
სამხედრო განათლების სარდლობების, ასევე ეროვნული გვარდიის მოქმედი ჯარისკაცები
დედაქალაქისა და ქვეყნის ყველა რეგიონის სკოლებს ეტაპობრივად ეწვევიან და 
ახალგაზრდებს ქართული ჯარის  შესახებ აქტუალურ ინფორმაციებსა და სიახლეებს პირადად
მიაწვდიან. 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 1301 სკოლაში
ვიზიტია დაგეგმილი. პროექტი „ჩვენი ჯარი“  თავდაცვის ძალების  წარმომადგენლების  საჯარო
სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრებს ითვალისწინებს და ახალგაზრდების ცნობიერების
ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი