ევროკავშირის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნგრეთისთვის 13,3 მილიარდი ევროს (37,4 მილიარდი ლარი) გაყინვის რეკომენდაცია გასცა
01-12-2022, 10:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - ევროკავშირის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ რეკომენდაცია გაუწია უნგრეთისთვის მილიარდობით ევროს დაფინანსების შეჩერებას, რადგან ვიქტორ ორბანის მთავრობა წარუმატებელი აღმოჩნდა ფართომასშტაბიანი რეფორმების განხორციელებაში. მთლიანობაში, ევროკომისია რეკომენდაციას უწევს, რომ ბუდაპეშტს 13,3 მილიარდი ევრო (37,45 მილიარდი ლარი) ევროკავშირის ფული უნდა გაეყინოს ბიუჯეტისა და „კოვიდის“ შემდგომი პერიოდის აღდგენის დაფინანსების მიმართულებით, არადა, როგორც BBC იუწყება, უნგრეთს სასიცოცხლოდ სჭირდება ეს ფული, რადგან ქვეყნის ეკონომიკა არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია და ინფლაცია სულ უფრო და უფრო იზრდება.

 


ევროკავშირის ფულის გაყინვის წინადადება შედგება ორი გადახდისგან: 5,8 მილიარდი ევრო „კოვიდის“ შემდგომი პერიოდის აღდგენის დაფინანსებას წარმოადგენს, 7.5 მილიარდი ევრო კი უნგრეთის ბიუჯეტისთვის გამოყოფილ თანხას, რაც ევროკავშირის მიერ უნგრეთისთვის განკუთვნილი თანხის მხოლოდ ორ მესამედს შეადგენს. ევროკომისიამ განაცხადა, რომ მან გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს უნგრეთის „კოვიდის“ აღდგენის გეგმას, მაგრამ დასძინა, რომ თანხების გაცემა შეუძლებელია მანამ, სანამ ბუდაპეშტი „სრულად და მართებულად არ განახორციელებს“ სასამართლო რეფორმის 27 ეტაპს, ისევე როგორც ეროვნული აღდგენის გეგმას.

 


უნგრეთის ლიდერებს ხშირად ადანაშაულებენ დემოკრატიული მიმართულებით უკუსვლასა და „სახელმწიფოს მიტაცებაში“ მას შემდეგ, რაც 2010 წელს ორბანის პარტია „ფიდესი“ დაბრუნდა ხელისუფლებაში. 2011 წლის ახალი კონსტიტუციის თანახმად, საარჩევნო სისტემა პარტიის ძალაუფლების განსამტკიცებლად შეიცვალა და საკონსტიტუციო სასამართლო დიდწილად მოკრძალებულ და არაეფექტურ ორგანოდ გადაკეთდა. როგორც BBC იუწყება, მას შემდეგ, მოსამართლეებზე ზეწოლა გაიზარდა, სასამართლოების დამოუკიდებლობა შემცირდა და რამდენიმე მნიშვნელოვანი მედია ან დაიხურა ან ხელში ჩაიგდეს პრო-სამთავრობო ბიზნესმენებმა. ბანკების, ბიზნესისა და საცალო ვაჭრობის სექტორის ნაწილი ასევე „მეგობრულ“ ხელებში მოექცა.

 


BBC-ის ცნობით, ვროკავშირიდან უნგრეთის მიერ ყოველწლიურად მიღებული 4-5 მილიარდი ევრო ხშირად ხვდებოდა მმართველ პარტიასთან დაახლოებულ ბიზნესწრეებში, მათ შორის პრემიერ-მინისტრის ნათესავებში. ამ დროს კი ორბანი არ კარგავდა შესაძლებლობას „ბრიუსელზე“ შეტევის განხორციელებისთვის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი