2022 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.4 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევაშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, ერთწლიან პერიოდში ბოსტნეული და ბაღჩეული 26.0 პროცენტით გაძვირდა, პური და პურპროდუქტები – 23.8 პროცენტი, უალკოჰოლო სასმელები – 22.0 პროცენტი, ყავა, ჩაი და კაკაო – 19.5 პროცენტი, რძე, ყველი და კვერცხი – 18.3 პროცენტი, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 15.7 პროცენტი, თევზეული – 13.6 პროცენტი, ზეთი და ცხიმი – 10.1 პროცენტი, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 9.1 პროცენტი, ხილი – 6.9 პროცენტი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.