ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს მთავრობის სხდომაზე გამოგვაქვს პენიტენციური კოდექსი, მთელი რიგი შეღავათებია განსაზღვრული
05-12-2022, 15:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ორი მნიშვნელოვანი კოდექსი გამოგვაქვს დღეს მთავრობის სხდომაზე, პირველი, მინდა ვთქვა, ეს არის პენიტენციური კოდექსი და ბატონ რატის მინდა, მადლობა გადავუხადო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

პრემიერმა საზოგადოებას შეახსენა, თუ რა გამოწვევები არსებობდა პენიტენციურ სისტემაში 2012 წლამდე და რა პირობებია ახლა.

 

„აქვე მინდა კიდევ ერთხელ ძალიან მოკლედ შევაფასო ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები პენიტენციურ სისტემაში - კარგად გახსოვთ, რა მდგომარეობაში ჩავიბარეთ ეს სისტემა, განსაკუთრებით, ძალიან დიდი გამოწვევები იყო ამ სისტემაში, ადამიანების წამება, მკვლელობები, გაუპატიურება და საშინელებები ხდებოდა და მას შემდეგ, 2012 წლის შემდეგ ჩვენ რეალურად გარდატეხა შევიტანეთ ამ სისტემაში. ეს არის ორიენტირებული ადამიანის ჯანმრთელობაზე, აი მაგალითისთვის, რომ შევადაროთ, 10 წლის წინ პატიმრები იყვნენ ერთ პატარა ოთახში გამოკეტილები, 20 კვ.მ. საკანში 25-30 პატიმარი იყო შეყვანილი, წარმოიდგინეთ, ესაა წამების ტოლფასი ქმედება და ამას ემატებოდა ის უბედურება, რაც ხდებოდა წამება, ტანჯვა, ცემა, გაუპატიურება, მკვლელობა და ა.შ.,“- აღნიშნა პრემიერმა.

 

მისივე თქმით, ახალი კოდექსით მთელი რიგი შეღავათებია განსაზღვრული, მათ შორის პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისთვის.

 

„დღეს პატიმრებს შეუძლიათ რეგულარული ვარჯიში, სპორტულ ფესტივალებში მონაწილეობის მიღება, მაგალითად ბატონი რატის ინიციატივით, შეუძლიათ მიიღონ უმაღლესი განათლება დისტანციურად, ციფრული პლატფორმის მეშვეობით, გავხსენით ბიბლიოთეკები და უამრავი, ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა, მანამდეც, ქალბატონი თეას დროს, უფრო მანამდეც ძალიან ბევრი მინისტრი ემსახურებოდა ამ დიდ სიკეთეს და ახლა უკვე ახალი ინიციატივებით შემოვიდა ახალი ხელმძღვანელობა და ჩვენ ამ კოდექსს რა თქმა უნდა მხარს დავუჭერთ და იმედი მაქვს, პარლამენტიც ერთსულოვანი იქნება და მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას. აქ არის მთელი რიგი შეღავათები განსაზღვრული, მათ შორის, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისთვის. მაგალითად ფართოვდება სპეციალური წოდების მქონე პირთა წრე, მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი ნამატის გარდა, მიიღებენ წელთა ნამსახურების მიხედვით დანამატს, რაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშნელოვანია მათთვის,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი